შეპარტონი
From Wikipedia, the free encyclopedia
შეპარტონი (ინგლ. Shepparton) — ქალაქი ავსტრალიაში. მდებარეობს ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ვიქტორიის შტატში. 2011 წლის აღწერის მონაცემებით ქალაქის მოსახლეობა შეადგენს 42 741 ადამიანს[1], ავსტრალიის ქალაქებს შორის მოსახლეობის მიხედვით ქალაქ შეპარტონს 32-ე ადგილი უკავია. შეპარტონი შტატის ადმინისტრაციულ ცენტრ მელბურნიდან დაშორებულია 184 კილომეტრით, ქალაქ ოლბერიდან 185 კილომეტრით. ქალაქის სიახლოვეს მდებარეობს ორი შტატის, ვიქტორიის და ახალი სამხრეთი უელსის, ოფიციალური საზღვარი. ყველაზე ცხელი თვეებია იანვარი და თებერვალი, ყველაზე ცივი — ივლისი და აგვისტო.
სწრაფი ფაქტები ქალაქი, ქვეყანა ...
ქალაქი | |
---|---|
შეპარტონი ინგლ. Shepparton | |
| |
ქვეყანა |
![]() |
შტატი | ვიქტორიავიქტორია (შტატი)|ვიქტორია |
კოორდინატები | 36°23′00″ ს. გ. 145°24′00″ ა. გ. |
დაარსდა | 1860 |
ფართობი | 69,5 კმ² |
ცენტრის სიმაღლე | 115 მეტრი |
მოსახლეობა | 42 741 კაცი (2011) |
სიმჭიდროვე | 614,98 კაცი/კმ² |
სასაათო სარტყელი | UTC+10 |
საფოსტო ინდექსი | 3630 |
დახურვა