![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/15/Sharmila_T_Lux-Award_2016.jpg/640px-Sharmila_T_Lux-Award_2016.jpg&w=640&q=50)
შარმილა თაგორი
From Wikipedia, the free encyclopedia
შარმილა თაგორი (ბენგ. শর্মিলা ঠাকুর, [ʃaɾmila ţʰakuɾ], ჰინდ. शर्मिला टैगोर, ინგლ. Sharmila Tagore, ქორწინებაში ბეგუმი აიშა სულთანა პატაუდი, (ინგლ. Ayesha Sultana Pataudi); დ. 8 დეკემბერი 1944, ჰაიდარაბადი, ჰაიდარაბადის სამთავრო, ბრიტანეთის ინდოეთი) — ინდოელი კინომსახიობი. ითამაშა 100-მდე ფილმში ჰინდ. და ბენგალური ენებზე. ინდოეთის ეროვნული კინოპრემიის და ბოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული კინოპრემიის Filmfare Award-ის პრემიის ლაურეატი ქალის როლის საუკეთესო შესრულებისათვის. ინდოეთის ერთ-ერთი უმაღლესი სამოქალაქო სახელმწიფო ჯილდო პადმა ბჰუშანის და საფრანგეთის ხელოვნებისა და ლიტერატურის უმაღლესი ხარისხის ორდენის მფლობელი. [1] [2]
შარმილა თაგორი | |
---|---|
![]() შარმილა თაგორი, 2013 წ. | |
დაბადების თარიღი |
8 დეკემბერი 1944 (76 წლის) ჰაიდარაბადი, ბრიტანეთის ინდოეთი |
მოქალაქეობა |
![]() |
საქმიანობა | მსახიობი |
აქტიური | 1959 - დან |
მეუღლე(ები) | მანსურ ალი-ხანი (გ. 2011) |
შვილ(ებ)ი |
საიფ ალი-ხანი საბა ალი-ხანი სოჰა ალი-ხანი |
2004 წლის 13 ოქტომბრიდან 2011 წლის 31 მარტამდე იყო ცენტრალური ინდური კინოს ცენზურის კომისიის თავმჯდომარე. 2009 წელს შედიოდა კანის კინოფესტივალის ჟიურის შემადგენლობაში.
2005 წლის დეკემბერში შარმილა თაგორი აირჩიეს გაეროს ბავშვთა ფონდის კეთილი ნების ელჩად.[3][4][5]