შარლ რიშე
From Wikipedia, the free encyclopedia
შარლ-რობერტ რიშე (ფრანგ. Charles Robert Richet; დ. 26 აგვისტო, 1850, პარიზი, — გ. 4 დეკემბერი, 1935, იქვე) — ფრანგი ფიზიოლოგი; პარიზის უნივერსიტეტის ფიზიოლოგიის პროფესორი (1887–1927). ცნობილია თავისი გამოკვლევებით სუნთქვისა და საჭმლის მონელების ფიზიოლოგიის და პათოლოგიის, ეპილეფსიის, სხეულის ტემპერატურის რეგულირების, ბაქტერიოლოგიის და სხვა საკითხების შესახებ. აღწერა სიცოცხლისთვის საშიში ალერგიული რეაქცია, რომელსაც ანაფილაქსია უწოდა. ამ აღმოჩენისთვის 1913 წელს მიიღო ნობელის პრემია ფიზიოლოგიასა და მედიცინაში. დაინტერესებული იყო ასევე პარაფსიქოლოგიითა და სპირიტუალიზმით.
სწრაფი ფაქტები შარლ რიშე, დაბ. თარიღი ...
შარლ რიშე | |
---|---|
ფრანგ. Charles Richet | |
![]() | |
დაბ. თარიღი | 26 აგვისტო, 1850(1850-08-26)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] |
დაბ. ადგილი | პარიზი[11] [8] |
გარდ. თარიღი | 4 დეკემბერი, 1935(1935-12-04)[11] [3] [12] [6] [13] (85 წლის) |
გარდ. ადგილი | პარიზი[11] [8] |
მოქალაქეობა | საფრანგეთი |
საქმიანობა | ექიმი, ფსიქოლოგი[14] , ესპერანტისტი, ფიზიოლოგი, მწერალი, იმუნოლოგი და მკვლევარი |
მუშაობის ადგილი | საფრანგეთის კოლეჯი |
ალმა-მატერი | პარიზის უნივერსიტეტი |
მამა | Alfred Richet |
შვილ(ებ)ი | Charles Richet |
ჯილდოები | ნობელის პრემია ფიზიოლოგიასა და მედიცინაში[15] [16] და prix de poésie de l'Académie française |
დახურვა