Remove ads
From Wikipedia, the free encyclopedia
შარლოტა სავოიელი (იტალ. Carlotta di Savoia; ფრანგ. Charlotte de Savoie; დ. 1441 — გ. 1 დეკემბერი 1483) — საფრანგეთის დედოფალი 1461–1483 წლებში როგორც ლუი XI-ის მეუღლე. საფრანგეთის მეფე შარლ VIII-ის და საფრანგეთის დედოფალ ჟანა დე ვალუას დედა. ქმრის არ ყოფნის დროს 1465 და 1483 წლებში შეასრულა რეგენტის მოვალეობა.
შარლოტა სავოიელი | |
---|---|
Carlotta di Savoia | |
საფრანგეთის დედოფალი | |
მმართ. დასაწყისი: | 22 ივლისი 1461 |
მმართ. დასასრული: | 30 აგვისტო 1483 |
წინამორბედი: | მარია ანჟუელი |
მემკვიდრე: | ანა ბრეტონელი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 1441 |
გარდ. თარიღი: | 1 დეკემბერი, 1483 (42 წლის) |
მეუღლე: | ლუი XI ვალუა |
შვილები: |
ანა, ბურბონის ჰერცოგინია ჟანა, საფრანგეთის დედოფალი შარლ VIII, საფრანგეთის მეფე |
დინასტია: | ვალუები |
მამა: | ლუდოვიკო I, სავოიის ჰერცოგი |
დედა: | ანა კვიპროსელი |
რელიგია: | კათოლიციზმი |
შარლოტა იყო სავოიის ჰერცოგის ლუდოვიკო I-ისა და მისი მეუღლის, ანა კვიპროსელის ქალიშვილი. დედის ხაზით შარლოტს ენათესავებოდნენ კვიპროსის სამეფო ოჯახის წევრები. მას ბებია-ბაბუად ერგებოდა კვიპროსის მეფე იანუს I და მისი მეუღლე, დედოფალი შარლოტა დე ბურბონი, მათ გარდა კვიპროსისა, ჰქონდათ სომხეთისა და იერუსალიმის მეფისა და დედოფლის ტიტული. მათ ოჯახში 19 ბავშვიდან, მხოლოდ 5-მა მიაღწია სრულწლოვანების ასაკამდე, აქედან ერთ-ერთი შარლოტაა.
1443 წლის 11 მარტს, როდესაც შარლოტა მხოლოდ 1 წლის იყო, დანიშნეს საქსონიის ჰერცოგ ფრედერიკ II-ის უფროს ვაჟზე. თუმცა უცნობი მიზეზების გამო ფრედერიკმა ნიშნობა მალევე ჩაშალა. ამ მოვლენებიდან 8 წლის შემდეგ შარლოტი დანიშნეს საფრანგეთის დოფინ ლუი დე ვალუაზე, რომელიც საფრანგეთის მეფე შარლ VII-ის და მისი მეუღლის, დედოფალ მარია ანჟუელის ვაჟი იყო. ამ დროისათვის შარლოტა მხოლოდ 9 წლის იყო, ხოლო მისი საქმრო 27-ის. ისინი 1451 წლის 14 თებერვალს დაქორწინდნენ პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში. ლუისათვის ეს ქორწინება მეორე იყო, ვინაიდან მას მანამდე ცოლად ჰყავდა შოტლანდიის მეფე ჯეიმზ I-ის ქალიშვილი - მარგარეტ სტიუარტი, რომელიც უშვილოდ გარდაიცვალა. ამ ქორწინების შემდეგ შარლოტა საფრანგეთის დოფინი გახდა.
სავარაუდოა, რომ ლუი შარლოტას უგუვებელყოფდა. რადგან როცა საფრანგეთის ტახტზე მათი მემკვიდრეობის ამბავმა ბურგუნდიაში ჩააღწია, ბურგუნდიის ჰერცოგმა ლუისთან დანათესავება მოიდომა. მას სურდა, რომ ლუი გაცილებოდა შარლოტას და ცოლად მისი ასული - ისაბელა ბურბონი - შეერთო. თუმცა ეს იდეა მეფე შარლმა ჩაშალა, რაზეც ბურგუნდიის ჰერცოგი განრისხდა და ომი წამოიწყო რომელშიც თავადვე დამარცხდა.
1461 წლის 22 ივლისს შარლოტა საფრანგეთის დედოფალი გახდა. 1462 წელს იგი სერიოზულად დასნეულდა და აგვისტოში სიკვდილის პირამდე მივიდა. მიუხედავად იმისა, რომ იგი სასწაულებრივად გადარჩა, მას სამუდამოდ შეერყა ჯანმრთელობა.
ლუი XI ამ ამბის შემდეგ, შარლოტას მიმართ უფრო კეთილგანწყობილი გახდა. მან შარლოტას ამბუაზის სასახლე აჩუქა სადაც მასთან ერთად გაატარა რამდენიმე თვე და სწორედ იმ სასახლეში ბრძანა მათი შვილების აღზრდა. ლუი ძალიან განათლებული მეფე იყო, იგი შარლოტას ეთამაშებოდა ჭადრაკს, ფეხბურთს და უკეთებდა ნემსებს. ასევე შარლოტას ავადმყოფობისას ლუიმ შეითავსა მისი მოვალეობები და აწყობდა სამეფო ბანკეტებს, ითვლიდა ხარჯებს და ა.შ. ამას გარდა იგი იღებდა უცხოელ სტუმრებსაც, მაგალითად 1470 წელს სწორედ ლუი დახვდა ინგლისურ დელეგაციას რაც დედოფლის მოვალეობა იყო, ასევე მან იზრუნა მათ კარგად დაბინავებაზე. ინგლისელები აღფრთოვანდნენ სამეფო ბიბლიოთეკით რომელიც რამდენიმე ათას წიგნს აღემატებოდა.
შარლოტას განიხილავენ როგორც ძალიან ჰუმანურ და სათნო დედოფალს. მემატანეები და უცხოური ელჩები აღნიშნავდნენ, რომ იგი იყო შესანიშნავი დედოფალი და ადამიანი, რომელთანაც ნებისმიერ თემაზე თავისუფლად შეგეძლო საუბარი. 1472 წელს შარლოტაზე შეყვარებულმა ლუიმ საჯაროდ დაიფიცა, რომ იგი მეუღლეს აღარასოდეს უღალატებდა. უნდა ითქვას, რომ ლუი მთელი ცხოვრების მანძილზე პატიოსნად იცავდა ფიცს.
1483 წლის 30 აგვისტოს ლუი XI გარდაიცვალა, ამავე დღეს ქმარზე დარდისაგან შარლოტას გული გაუსკდა და ისიც გარდაიცვალა. შემდგომში საფრანგეთის მეფე გახდა შარლოტას ნაბოლარა ვაჟი შარლ VIII.
1451 წლის 14 თებერვალს შარლოტა ცოლად გაჰყვა საფრანგეთის მეფე ლუი XI-ს, რომელთანაც მას 8 შვილი შეეძინა:
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.