ფრინველი ღორიხვასნაირთა რიგისა From Wikipedia, the free encyclopedia
შავყელა ღორიხვა,[1][2] შავგულა ღორიხვა[3] (ლათ. Gavia arctica) — ფრინველი ღორიხვასნაირთა რიგისა. დიდი ზომის წყალმცურავი ფრინველია;[4] მისი სხეულის სიგრძეა 58–73 სმ, ფრთების შლილი 113–130 სმ,[2] მასა 1316–3400 გრამი.[5] ფართოდაა გავრცელებული ჩრდილოეთ ევრაზიის ტუნდრიდან ტყესტეპამდე ზონაში,[6] აღნიშნულია ალასკის უკიდურეს დასავლეთ ნაწილშიც;[7] იზამთრებს სამხრეთით, ატლანტის ოკეანის ჩრდილო-აღმოსავლეთ (მ. შ. შავ და კასპიის ზღვებზე)[6] და წყნარი ოკეანის დასავლეთ სანაპიროებზე.[8] საქართველოში იშვიათია,[4] გვხვდება ზამთარში და გადაფრენისას.[1][2] მიწაზე სიარული არ შეუძლია, მხოლოდ დაბობღავს;[4] წყლის ზედაპირიდან ასაფრენად გრძელ მანძილზე გამოქანება სჭირდება.[6] აქვს სწორი მუქი ნისკარტი, არამობუდარის მუქი ზურგი, მობუდარს — თეთრლაქებიანი (გარდიგარდმოზოლებიანი) შავი ზურგი,[2] თავი და კისერი რუხია, ყელი — შავი, ქვემოდან შემოვლებული თეთრი ზოლით, კისრის ქვემო და ჩიჩახვის ზემო ნაწილი შავია, ტანის ქვედა მხარე თეთრი.[4] ბინადრობს ტბებზე, დიდ მდორე მდინარეებზე, დელტებზე და ზღვაზე.[2] ხმა — ძლიერი კივილი, რომელიც მოაგონებს კვნესას ან ხარხარს, და დაბალი „გაგა“.[4] დებს 1–3 (ჩვეულებრივ 2) ზეთისხილისფერ-ყავისფერ კვერცხს შავი წინწკლებით. კრუხობს ორივე მშობელი, ინკუბაცია 28–30 დღე გრძელდება. ბარტყების გამოკვებაზეც ორივე ზრუნავს. 60–65 დღეში ფრენას იწყებენ.[7] იკვებება თევზებით, კიბოსნაირებითა და წყალმცენარეებით.[6] ცნობილია ორი ქვესახეობა (ადრე სამი): ევროპული შავგულა ღორიხვა[9] (Gavia arctica arctica; Linnaeus, 1758) და აღმოსავლეთციმბირული შავგულა ღორიხვა[9] (Gavia arctica viridigularis; Dwight, 1918).[10]
შავყელა ღორიხვა | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
შეფერილობა გამრავლების პერიოდში | |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Gavia arctica (Linnaeus, 1758) | |||||||||||||||
დაცვის სტატუსი | |||||||||||||||
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ IUCN 3.1 Least Concern : 22697834 | |||||||||||||||
გავრცელება | |||||||||||||||
გამრავლების რაიონები გამოზამთრების რაიონები | |||||||||||||||
|
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.