შავი ობელისკი
From Wikipedia, the free encyclopedia
შავი ობელისკი — ასურეთის მეფის სალმანასარ III-ის შეკვეთით შექმნილი შავი კირქვისგან გამოთლილი 198 სმ სიმაღლის ბარელიეფური ობელისკი. ქანდაკება დადგმული იყო ნიმრუდში დაახლოებით ძვ. წ. 825 წელს.
![Thumb image](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/c/c8/Black-obelisk.jpg/220px-Black-obelisk.jpg)
აღმოაჩინა ბრიტანელმა არქეოლოგმა ჰენრი ლეიარდმა 1846 წელს და ამჟამად გამოფენილია ბრიტანეთის მუზეუმში.
ეს დღემდე აღმოჩენილი ყველაზე სრული ასირიული ობელისკია და ასევე აღსანიშნავია იმით, რომ მის ერთ-ერთ ბარელიეფზე გამოსახულია ისრაელის მეფე იეჰუა (ებრაელთა მეფის უძველესი გამოსახულება).