ყორანი
From Wikipedia, the free encyclopedia
ყორანი (ლათ. Corvus corax) — ფრინველი ბეღურასნაირთა რიგისა. მისი სხეულის სიგრძე 65 სმ აღწევს. ფერად შავი, ლურჯი ან მწვანე, ლითონისებრი ბზინვარება დაკრავს. გავრცელებულია ევროპაში, აზიაში (გარდა სამხრეთ-აღმოსავლეთისა), ჩრდილოეთ აფრიკასა და ჩრდილოეთ და ცენტრალურ ამერიკაში. საქართველოში ყველგან გვხვდება, მჭიდროდ დასახლებული ადგილების გარდა. ზამთარში მცირერიცხოვანი გუნდებით ნომადობს. ბუდეს იკეთებს ხეზე, კლდეზე, მდინარის ციცაბო ნაპირზე, მაღალ შენობაზე (ზოგჯერ იმავე ბუდეს თაობებიც იყენებენ). დებს 4–5 (7-მდე) კვერცხს, ინკუბაცია გრძელდება 21 დღე-ღამეს. პოლიფაგია, მაგრამ ძირითადად მძორით იკვებება.
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ყორანი (მრავალმნიშვნელოვანი). |
სწრაფი ფაქტები ყორანი, მეცნიერული კლასიფიკაცია ...
ყორანი | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Corvus corax (Linnaeus, 1758) | |||||||||||||||
დაცვის სტატუსი | |||||||||||||||
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ IUCN 3.1 Least Concern : 22706068 | |||||||||||||||
გავრცელება | |||||||||||||||
|
დახურვა