ყვითელი პაჭიჭასოკო
From Wikipedia, the free encyclopedia
ყვითელი პაჭიჭასოკო (ლათ. Lactarius scrobiculatus) — ქუდიანი სოკო რძიანა სოკოების გვარისა. მისი ქუდის დიამეტრი 2 სმ აღწევს, ჯერ ჩაზნექილია, შემდეგ ძაბრისებრი, ლორწოიანი ზედაპირი აქვს; ყვითელია, მუქი კონცენტრული ზოლები დასდევს; ქვედა მხარეს მოთეთრო-მოყვითალო კიდეებიანი ფირფიტები აქვს. ფეხის ზედაპირიც ლორწოვანია, ყვითელი, ჩაღრმავებები — მუქი. გადატეხისას გამოყოფს თეთრ, მწარე, რძისმაგვარ სითხეს, რომელიც ჰაერზე ყვითლდება. იზრდება ჯგუფებად წიწვოვან ტყეებში, განსაკუთრებით ნაძვნარში ზაფხულ-შემოდგომით. საჭმელად იხმარება დამწნილებული.
სწრაფი ფაქტები ყვითელი პაჭიჭასოკო, მეცნიერული კლასიფიკაცია ...
ყვითელი პაჭიჭასოკო | ||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| ||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||
| ||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||
Lactarius scrobiculatus | ||||||||||
|
დახურვა