ყველაზე ძვირადღირებული ფერწერული ტილოები
From Wikipedia, the free encyclopedia
მსოფლიოს ყველაზე ცნობილი ფერწერული ტილოები მუზეუმების მფლობელობაშია, და ისინი თავდაპირველად შეძენის შემდეგ იშვიათად იყიდება. ეს ტილოები, როგორც წესი, მხატვრულად ფასდაუდებელია. თუ რაიმე მიზეზის გამო ისეთი ფერწერული ტილო, როგორიცაა "მონა ლიზა", გასაყიდად გამოტანილ იქნა, ის უეჭველად ყველაზე მაღალ ფასში გაიყიდებოდა, ვიდრე რომელიმე ქვემოთ მოყვანილი ნახატი.
გინესის რეკორდების წიგნში "მონა ლიზას" უმაღლესი სადაზღვევო ღირებულება აქვს, რომელიც კი მიცემულა რომელიმე ნახატისთვის ხელოვნების ისტორიაში. ის შეფასდა $100 მილიონად 1962 წლის 14 დეკემბერს სანამ მას აშშ-ში საგამოფენო ტურით გაიტანდნენ. ინფლაციის გათვალისწინებით 2004 წელს ეს თანხა $626.821.192,00 ექვივალენტური იქნებოდა. ლუვრმა გადაწყვიტა გაყიდვის ნაცვლად თანხა ნახატის დაცვის სისტემაში დაებანდებინა.