ყაფლან ბარათაშვილ-ორბელიშვილი (გ. 1671) — ბარათაშვილთა ერთი შტოს, ორბელიშვილთა (გამოეყო 1536) წარმომადგენელი, ყაფლანიშვილთა გვარის ფუძემდებელი, "დიდი ყაფლანის" სახელით ცნობილი.

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ბარათაშვილი.

ქართლის სამეფოს მდივანბეგი (იხსენიება 1634-იდან) და სახლთუხუცესი (იხსენიება 1646-დან). 20-იანი წლების დასაწყისში, როდესაც ბარათა ბარათაშვილმა თავისი სახლიკაცები ამოწყვიტა, ბარათაშვილ-ორბელიშვილი ირანში გაიქცა. მონაწილეობდა მარაბდის ბრძოლაში (1625) ირანელთა მხარეზე. ერთგულობდა სიმონ II-ს, როსტომსა და ვახტანგ V-ს, რომელთაგან მრავალი ყმა-მამული მიიღო წყალობად. განაახლა ფიტარეთის მონასტერი, ააშენა და ყმებით დაასახლა 61 სოფელი, თავის მემკვიდრეებს დაუტოვა 80-მდე სოფელი. ჰყავდა ხუთი ვაჟი (პაპუნა, ასლანი, ვახტანგი, თამაზი, გიორგი), რომლებიც შემდეგ ქართლის სამეფოს დიდი მოხელეები გახდნენ, და ერთი ქალი როდამი (ვახტანგ V-ის პირველი ცოლი). დასაფლავებულია ფიტარეთის მონასტერში.

იხილეთ აგრეთვე

ლიტერატურა

  • ჯამბურია გ., ქართული ფეოდალური ურთიერთობის ისტორიიდან, თბ., 1955
  • ჯამბურია გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977.  გვ. 200.

Wikiwand in your browser!

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.

Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.