ყარაყუმი
From Wikipedia, the free encyclopedia
ყარაყუმი (თურქმენ. Garagum, შავი ქვიშა) — უდაბნო ცენტრალურ აზიაში. გადაჭიმულია 350 000 კმ²-ზე და მოიცავს თანამედროვე თურქმენეთის 70 %-ს.[1] მოსახლეობა ძალიან მეჩხერადაა გაფანტული, ერთი ადამიანი 6,5 კმ²-ზე. ნალექები საკმაოდ იშვიათია.