![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/2/26/Kaindy_lake_south-east_Kazakhstan.jpg/640px-Kaindy_lake_south-east_Kazakhstan.jpg&w=640&q=50)
ყაინდის ტბა
From Wikipedia, the free encyclopedia
ყაინდის ტბა (ყაზახ. Қайыңды) — მთის ტბა ყაზახეთში. მდებარეობს ზღვის დონიდან 1667 მ სიმაღლეზე. სიგრძე 0,4 კმ. მაქსიმალური სიღრმე 21 მ. ტბა წარმოიქმნა 1910 წელს მომხდარი მიწისძვრის შედეგად. ტურიზმის პოპულარული ადგილია. წყლის დაბალი ტემპერატურის მიუხედავად განვითარებულია დაივინგი. 1980-იან წლებში სელური ნაკადების გამო ტბის ფართობი გაიზარდა. გარშემორტყმულია წიწვოვანი ტყეებით. ტბა მოქცეულია ეროვნული პარკის ტერიტორიაზე.
სწრაფი ფაქტები ყაინდის ტბა ...
ყაინდის ტბა | |
---|---|
![]() ყაინდის ტბა | |
კოორდინატები: 42°59′15″ ჩ. გ. 78°27′50″ ა. გ. | |
მდებარეობა | ![]() |
სიმაღლე ზღვის დონიდან | 1667 მ |
სიგრძე | 0,4 კმ |
მაქსიმალური სიღრმე | 21 მ |
დახურვა