From Wikipedia, the free encyclopedia
ყაზახური ვიკიპედია (ყაზახ. Қазақша Уикипедия) — ვიკიპედიის განყოფილება ყაზახურ ენაზე. თავისუფალი ღია ინტერნეტ ენციკლოპედია. გაეშვა 2002 წლის 3 ივნისს.[1] სტატიების რაოდენობის ზრდის ტემპი ძალიან მაღალია; კერძოდ სტატიების 7000-იანი ზღვრიდან 10000-მდე მიღწევას სულ რაღაც 1 წელი დასჭირდა. ძირითადად შეიცავს ყაზახური ენციკლოპედიის მასალებს. ყაზახური ვიკიპედიის განსაკუთრებულობა იმაში მდგომარეობს, რომ იგი იწერება 3 სხვადასხვა ანბანზე: კირილიცაზე (ყაზახეთი, რუსეთი და უზბეკეთი),[2] ლათინურზე (თურქეთი)[2] და არაბულ დამწერლობაზე (ჩინეთი და ირანი).[2] მასზე ყველაზე დიდ გავლენას ახდენს ვიკიპედიის რუსული და ინგლისურენოვანი განყოფილებები, რომლებიდანაც ითარგმნება სტატიების უმეტესობა, აგრეთვე გადმოაქვთ თარგები.[3]
ყაზახური ვიკიპედია Қазақша Уикипедия | |
---|---|
მისამართი: | kk.wikipedia.org |
კომერციული: | არა |
საიტის ტიპი: | ქსელური ენციკლოპედია |
რეგისტრაცია: | არა არის სავალდებულო |
ენა: | ყაზახური |
მფლობელი: | ფონდი ვიკიმედია |
მუშაობის დაწყება: | 2002 წლის 3 ივნისი |
სტატიების რაოდენობა: | 236 926 |
გვერდების რაოდენობა: | 638 206 |
რედაქტირებების რაოდენობა: | 3 366 721 |
დარეგისტრირებული მომხმარებელი: | 159 220 |
აქტიური მომხმარებელი: | 214 |
ადმინისტრატორი: | 15 |
სიღრმე: | 15.1 |
2012 წლის მდგომარეობით ყაზახური ვიკიპედია შეიცავს 127 ათას სტატიას. ჰყავს 11 ადმინისტრატორი, აქტიურ მომხმარებელთა რიცხვი 200-მდეა.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.