From Wikipedia, the free encyclopedia
ღოლო (ლათ. Rumex) — მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარე. აქვს დატოტვილი ფესვი და პირდაპირმდგომი ღერო 1,5-2,0 მ. სიმაღლის. 15-25 სმ სიგრძის ფოთლები ღეროს ქვედა ნაწილში სამკუთხა-კვერცხისებრია, გულისებრ ღრმად ამოჭრილი ფუძით და კიდეებში ტალღისებრი დაკბილვით. ყვავილები რგოლურადაა განლაგებული და კენწრული საგველას სახითაა შეკრებილი, ნაყოფი ღია-ყავისფერია, კვერცხისებრი კონფიგურაციისია და სამკუთხა.
შეიცავს კატექინებსა და ლეიკოანტიციანებს.
ღოლოს ფესვების და ნაყოფების გამონახარშს იყენებენ ფილტვების ტუბერკულოზის, დიზენტერიის და ნაწლავების დაავადებისას, ნედლი დაბეგვილი ფესვები რძის ნაღებთან ნარევში გამოიყენება სხვადასხვა გამონაყრებისა და ქავილების დროს. ფესვების ნაყენი ძმარზე კარგი საშუალებაა სარსველის დროს დაზელვისათვის, უკანასკნელ დროს ღოლოს ფესვებიდან გამოყოფილ ექსტრაქტს წარმატებით იყენებენ სიმსივნური წამონაქმნების წინააღმდეგ სამკურნალოდ.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.