ღირსების რევოლუცია
From Wikipedia, the free encyclopedia
ღირსების რევოლუცია (უკრ. Революція гідності), ასევე ცნობილი როგორც მაიდანის რევოლუცია,[2] — მოხდა უკრაინაში, 2014 წლის თებერვალში,[2][1] ევრომაიდანის პროტესტის დასასრულს,[1] როდესაც უკრაინის დედაქალაქ კიევში მომიტინგეებსა და უსაფრთხოების ძალებს შორის სასიკვდილო შეტაკებები არჩეული პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის გადადგომით და უკრაინის მთავრობის დამხობით დასრულდა.[1][2]
ღირსების რევოლუცია (უკრ. Революція гідності) | ||||
---|---|---|---|---|
მომიტინგეები ებრძვიან მთავრობის ძალებს კიევში დამოუკიდებლობის მოედანზე 2014 წლის 18 თებერვალს. | ||||
თარიღი | 18–23 თებერვალი 2014[1][2](5 დღე) | |||
ადგილი | მარინსკის პარკი და ინსტიტუტსკის ქუჩა, დამოუკიდებლობის მოედანი, კიევი, უკრაინა | |||
მიზნები |
| |||
მეთოდები |
| |||
მონაწილე მხარეები | ||||
| ||||
მთავარი ფიგურები | ||||
| ||||
ჩართული დანაყოფები | ||||
| ||||
რაოდენობა | ||||
| ||||
რაოდენობა4 | ||||
50°27′00″ ჩ. გ. 30°31′27″ ა. გ. | ||||
შედეგი |
ევრომაიდანი / ოპოზიციის გამარჯვება სრული შედეგები
|
2013 წლის ნოემბერში, ფართომასშტაბიანმა საპროტესტო ტალღამ (ცნობილი, როგორც ევრომაიდანი) იფეთქა პრეზიდენტ იანუკოვიჩის მოულოდნელი გადაწყვეტილების საპასუხოდ, როდესაც ხელი არ მოეწერა ევროკავშირთან პოლიტიკურ ასოცირებასა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას, ნაცვლად იმისა, არჩეულ იქნა უფრო მჭიდრო კავშირები რუსეთთან და ევრაზიის ეკონომიკურ კავშირთან. იმავე წლის თებერვალში უმაღლესმა რადამ (უკრაინის პარლამენტმა) დაამტკიცა ევროკავშირთან შეთანხმების დასრულება.[10] რუსეთი ახორციელებდა ზეწოლას უკრაინაზე.[11] ეს პროტესტი თვეების განმავლობაში გაგრძელდა და მასშტაბები გაფართოვდა, იანუკოვიჩისა და აზაროვის მთავრობის გადადგომის მოწოდებით.[12] მომიტინგეები ეწინააღმდეგებოდნენ სამთავრობო კორუფციას და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას, ოლიგარქების გავლენას, პოლიციის სისასტიკეს და ადამიანის უფლებების დარღვევას უკრაინაში.[13][14] რეპრესიულმა ანტისაპროტესტო კანონებმა გამოიწვია შემდგომი აღშფოთება.[13] დიდმა, ბარიკადებიღ გამაგრებულმა საპროტესტო ბანაკმა დაიკავა დამოუკიდებლობის მოედანი ცენტრალურ კიევში მთელი „მაიდანის აჯანყების“ განმავლობაში.
2014 წლის იანვარსა და თებერვალში მომიტინგეებისა და ბერკუტის სპეცრაზმის შეტაკებების შედეგად 108 მომიტინგე და 13 პოლიციელი დაიღუპა,[15] დაიჭრა მრავალი სხვა. პირველი მომიტინგეები 19-22 იანვარს ხრუშევსკის ქუჩაზე პოლიციასთან სასტიკი შეტაკებისას დახოცეს. ამის შემდეგ აქციის მონაწილეებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით სამთავრობო შენობები დაიკავეს. სასიკვდილო შეტაკებები 18-20 თებერვალს მიმდინარეობდა, რა დროსაც უკრაინაში დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ყველაზე მძიმე ძალადობა მოხდა.[16] ათასობით მომიტინგეს, რომლებიც პარლამენტისკენ, ფარებითა და ჩაფხუტიანი აქტივისტების მეთაურობით მიიწევდნენ პოლიციის სნაიპერებმა ცეცხლი გაუხსნეს.[15] 21 თებერვალს, პრეზიდენტ იანუკოვიჩსა და საპარლამენტო ოპოზიციის ლიდერებს შორის ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომელიც მოითხოვდა დროებითი მთავრობის ჩამოყალიბებას, საკონსტიტუციო რეფორმებს და ვადამდელ არჩევნებს.[17] მეორე დღეს, პოლიცია გავიდა ცენტრალური კიევიდან, რომელიც მოექცა მომიტინგეების კონტროლის ქვეშ. იანუკოვიჩი გაიქცა ქალაქიდან და შემდეგ ქვეყნიდან.[18] იმ დღეს უკრაინის პარლამენტმა მხარი დაუჭირა იანუკოვიჩის თანამდებობიდან გადაყენებას 328 ადამიანი 0-ის წინააღმდეგ (პარლამენტის 450 წევრის 72,8%).[19]
იანუკოვიჩმა თქვა, რომ ეს კენჭისყრა უკანონო და შესაძლოა, იძულებითიც ყოფილიყო, ამიტომ დახმარებისთვის რუსეთს მიმართა.[20] რუსეთმა იანუკოვიჩის დამხობა უკანონო გადატრიალებად მიიჩნია და დროებითი მთავრობა არ ცნო. ფართო საპროტესტო აქციები, როგორც რევოლუციის მომხრე და ასევე მოწინააღმდეგე, ხდებოდა აღმოსავლეთ და სამხრეთ უკრაინაში, სადაც 2010 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე იანუკოვიჩს დიდი მხარდაჭერა ჰქონდა. პროტესტი გამწვავდა, რაც მიზეზი გახდა რუსეთის სამხედრო ინტერვენციის,[21][22] რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის და თვითგამოცხადებული სახელმწიფოების დონეცკის და ლუგანსკის შექმნის. ამან გამოიწვია დონბასის ომი და კულმინაციას მიაღწია 2022 წელს, ქვეყანაში რუსეთის მიერ სრულმაშტაბიანი შეჭრის დაწყებით.
დროებითმა მთავრობამ, არსენი იაცენიუკის ხელმძღვანელობით, ხელი მოაწერა ევროკავშირის ასოცირების შეთანხმებას და დაშალა ბერკუტი. პეტრო პოროშენკო 2014 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ გახდა პრეზიდენტი (პირველ ტურში ხმების 54,7%). ახალმა მთავრობამ აღადგინა 2004 წლის შესწორებები უკრაინის კონსტიტუციაში, რომელიც 2010 წელს საკამათო გზით გაუქმდა,[23] როგორც არაკონსტიტუციური და წამოიწყო დამხობილ რეჟიმთან დაკავშირებული საჯარო მოხელეების ფართომასშტაბიანი წმენდა.[24][25][26] ასევე, დაიწყო ქვეყნის ფართომასშტაბიანი დეკომუნიზაცია.