![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/2/21/Map_of_participants_in_World_War_II.png/640px-Map_of_participants_in_World_War_II.png&w=640&q=50)
ღერძი ბერლინი-რომი-ტოკიო
From Wikipedia, the free encyclopedia
ღერძის სახელმწიფოები, ასევე ფაშისტური ქვეყნების ალიანსი — იმ ქვეყნების გაერთიანება, რომლებიც მოკავშირეთა წინააღმდეგ გამოდიოდნენ მეორე მსოფლიო ომში. ღერძის სამი წამყვანი ძალა იყო ნაცისტური გერმანია, იაპონიის იმპერია და ფაშისტური იტალია. ეს სამი ქვეყანა საკუთარ ალიანსს „რომი-ბერლინი-ტოკიოს ღერძს“ უწოდებდა. საკუთარი ძლიერების ზენიტში ღერძის სახელმწიფოები მართავდნენ იმპერიებს, რომლებიც დომინირებდნენ ევროპის, აზიის, აფრიკისა და წყნარი ოკეანის დიდ ნაწილზე, მაგრამ მეორე მსოფლიო ომი მათი ტოტალური დამარცხებით დასრულდა. ისევე როგორც მოკავშირეების, ღერძის წევრობა ცვალებადი იყო – ზოგიერთი ქვეყანა თავდაპირველად მათ შეუერთდა, თუმცა ომის მსვლელობის პერიოდში მოკავშირეთა მხარეზე გადავიდა.
![Thumb image](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/2/21/Map_of_participants_in_World_War_II.png/640px-Map_of_participants_in_World_War_II.png)