From Wikipedia, the free encyclopedia
ღაზიაბადი (ჰინდ.ग़ाज़ियाबाद) — ქალაქი ინდოეთის შტატის უტარ-პრადეშის დასავლეთით, ამავე სახელწოდების რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი. [1]
ქალაქი მდებარეობს დელიდან აღმოსავლეთით 19 კმ-ზე და ქალაქ მერატიდან სამხრეთ-დასავლეთით 46 კმ-ზე ,მდინარე ჰინდონგიდან (მდინარე ჯამნას შენაკადი) 2.5 კმ-ში.მისი
სიმაღლე ზღვის დონიდან 209 მეტრია.[2]
2013 წლის მონაცემებით, მოსახლეობა 1 784 166 ადამიანია [3].[4]
1991 | 2001 | 2013 |
542 992 | 968 256 | 1 784 166 |
ღაზიაბადი ჩრდილოეთ ინდოეთის ერთ – ერთი უდიდესი ინდუსტრიული ქალაქია. ძირითადად განვითარებულია მეტალ – დამამუშავებელი და ელექტრონული ინდუსტრია.
ჰინდონის ადგილობრივი აეროპორტი, რომელიც ღაზიაბადს ემსახურება, ფუნქციონირებს 2019 წლის ოქტომბრიდან. უახლოესი საერთაშორისო აეროპორტი — დელის ინდირა განდის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი.[5]
ღაზიაბადი ქვეყნის დედაქალაქთან ახლოს მდებარეობს, ამიტომ ტემპერატურა და ნალექების რაოდენობა დელის ანალოგიურია. მტვრის ქარიშხალი და თოვლის ნალექები რაჯასტანის ჰიმალაებში , კუმაონისა და გარვალის ბორცვებზე რეგულარულად ახდენს გავლენას ამინდზე. მუსონები ამ ადგილას ივნისის ბოლოს ან ივლისის პირველ კვირას გვხვდება. ოქტომბრამდე ჩვეულებრივ წვიმებია. ჩრდილოეთ ინდოეთის სხვა ნაწილებში, ძირითადად, სამი სეზონია - ზაფხული, ზამთარი და წვიმა, მაგრამ ზოგჯერ ჰიმალაიასა და კუმაონის ბორცვებზე ძლიერი თოვლის გამო, არახელსაყრელი ამინდებია. რიგმა სამშენებლო და საგზაო პროექტებმა, რამაც გამოიწვია ასობით ძველი ხის სწრაფი მოჭრა, მნიშვნელოვნად გაამწვავა დაბინძურების და ტემპერატურის მატების პრობლემა.
ქალაქი ღაზიაბადი დაარსდა ახ. წ. 1740 წელს ღაზი-უდ-დინის მიერ, რომელიც მოგოლების იმპერატორ მუჰამედ შაჰის ვაზირი იყო. მან ახლად დაარსებულ ქალაქს თავისი სახელი " ღაზიუდდინაგარი" დაარქვა.1864 წელს ქალაქში რკინიგზის გახსნასთან დაკავშირებით სახელი შეამოკლეს და უწოდეს ღაზიაბადი.[6] დიდ მოგოლთა იმპერიის მმართველობის ხანაში ღაზიაბადი და განსაკუთრებით მდინარე ჰინდონის ნაპირები დიდ მოგოლთა სამეფო ოჯახის პიკნიკის ადგილს წარმოადგენდა.[7][8]
იმავე პერიოდში ქალაქში სამეცნიერო საზოგადოების დაარსება მნიშვნელოვან ეტაპად ითვლება საიდ აჰმად ხანის მიერ დაწყებულ საგანმანათლებლო მოძრაობაში.
იმავე წელს გაიხსნა სინდის, პენჯაბისა და დელის სარკინიგზო მაგისტრალი, რომელიც დელის და ლაჰორს ერთმანეთთან აკავშირებს ღაზიაბადის გავლით [9]. 1870 წელს სინდის, პენჯაბისა და დელის სარკინიგზო ხაზის ამრიტსარ-საჰარანპურ-ღაზიაბადის ხაზის დასრულების შემდეგ, დელი დაუკავშირდა მულთანს ღაზიაბადის მეშვეობით, ხოლო ღაზიაბადი გახდა აღმოსავლეთ ინდოეთის რკინიგზის და სინდჰის, პენჯაბისა და დელის რკინიგზის კვანძი. ინდირაპურამი ღაზიაბადის მნიშვნელოვანი რაიონია.
ინდოეთის 1857 წლის აჯანყების შემდეგ ღაზიაბადი ასოცირდებოდა ინდოეთის დამოუკიდებლობის მოძრაობასთან.[6]
ინდუიზმი ყველაზე გავრცელებული რელიგიაა ღაზიაბადში 72,93% მიმდევრით, მას მოსდევს 25,35% მუსლიმი, 0,41 ქრისტიანი და 0,49% სიქჰი, რომლებიც ქალაქში მიმდევრების ყველაზე მცირე პროცენტს შეადგენენ. დაახლოებით 0,07 ბუდისტი, ჯაინიზმის მიმდევრების 0,35% უმცირესობაშია. ღაზიაბადში მრავალი რელიგიური ადგილია, მათ შორის: ინდუისტების ისკონის ტაძარი, მუსლიმების ჯუმა მეჩეთი, ქრისტიანების წმინდა სამების ეკლესია, სიქჰები შრი გურუ სიქჰ საბჰა გურუდვარა.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.