From Wikipedia, the free encyclopedia
ქუჩულა (ლათ. Strychnos nux-vomica) — ტანდაბალი, 15 მეტრამდე სიმაღლის ხე ლოგანიასებრთა ოჯახისა. მთავარი ღერო ძლიერაა გამრუდებული. ტოტები არასწორადაა განვითარებული. ქერქი გლუვია, მონაცისფრო-მოყვითალო ფერისა. იზრდება სამხრეთ აზიის ტროპიკულ ტყეებსა (ლაოსი, კამბოჯა, ტაილანდი, მალაიზია, ვიეტნამი, ინდოეთი, შრი-ლანკა) და ავსტრალიის ჩრდილოეთ რეგიონებში. ქუჩულა მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე შხამიანი მცენარეა.[1] თესლი (ძირითადად), მერქანი და ქერქი შეიცავს შხამიან ალკალოიდებს — სტრიქნინს, რომელსაც მედიცინასა და ვეტერინარიაში იყენებენ, ბრუცინს და სხვა.[2] მცენარის თესლის ექსტრაქტი არის პრეპარატ მასტოდინონის აქტიური კომპონენტი. მისი და ბევრი მასთან ახლომდგომი სახეობის ფესვები და ნორჩი ყლორტები შეიცავს ალკალოიდს კურარინს, რომლისგანაც იღებენ ძლიერ მცენარეულ შხამს — კურარეს, რომელსაც სამხრეთ ამერიკის ინდიელები მრავალი საუკუნის მანძილზე ხმარობდნენ ისრების მოსაშხამად.[2]
ქუჩულა | ||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| ||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||||
| ||||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||||
Strychnos nux-vomica | ||||||||||||||
|
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.