ქორაფი
From Wikipedia, the free encyclopedia
ქორაფი (ლათ. Acer cappadocicum) — ხე ნეკერჩხლისებრთა ოჯახისა. მისი სიმაღლე 25 მეტრს აღწევს. 5–7-ნაკვთიანი ფოთლები და მომწვანო, წვრილი, უსახურო ყვავილები აქვს. ნაყოფი ორფრთიანი კაკალია.
სწრაფი ფაქტები ქორაფი, მეცნიერული კლასიფიკაცია ...
ქორაფი | ||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| ||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||
Acer cappadocicum | ||||||||||||
დაცვის სტატუსი | ||||||||||||
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ IUCN 3.1 Least Concern : 193525 | ||||||||||||
|
დახურვა
გავრცელებულია მცირე აზიაში, ჩრდილოეთ ირანში, თურქეთში და სომხეთში. საქართველოში გვხვდება თითქმის ყველგან, შერეულია ფართოფოთლოვან ტყეში დაბლობიდან 1600 მეტრამდე. ქორაფი თაფლოვანი, დეკორატიული ხეა. აქვს კარგი მერქანი.
ხმარობენ სადურგლო და სახარატო საქმეში. ნამარხი ქორაფი ნაპოვნია სამხრეთ საქართველოს პლიოცენური ფლორის კომპლექსში.