![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/c/ce/Chloropicrin.png/640px-Chloropicrin.png&w=640&q=50)
ქლორპიკრინი
From Wikipedia, the free encyclopedia
ქლორპიკრინი, იგივე ტრიქლორნიტრომეთანი (ქლორი და ბერძ. pikros მწარე) — ძლიერი მომწამვლელი და ძლიერი ცრემლდენი ნივთიერება, მწვავე სუნის მქონე უფერო ზეთისებრი სითხე, რომელიც აღიზიანებს ლორწოვან გარსს და აზიანებს ადამიანის ცენტრალურ ნერვულ სისტემას და კანს. მისი ქიმიური ფორმულაა Cl3CNO2; დუღილის ტემპერატურა — მინ 64°С და მაქს 113 °C; სიმკვრივე — 1653,9კგ/მ2. ქლორპიკრინი მაღალი ტემპერატურის დროს იღებს მოყვითალო ფერს. პრაქტიკულად წყალში უხსნადია, კარგად იხსნება ორგანულ გამსხნელებში, არ ჰიდროლიზდება წყლითა და ტუტეების წყალხსნარში. 400 °C-ისას იშლება ფოსგენად და C1NO იღებენ პიკრინმჟავას ან მათი მარილების ქლორირებით. იყენებენ პესტიციდად, არილმეთანური საღებავების სინთეზში და სხვა. ქლორპიკრინის გამოყენება ადამიანის წინააღმდეგ კანონით აკრძალულია მაშინაც კი, როდესაც ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება კანონით ნებადართულია.
ქლორპიკრინი | |
![]() | |
![]() | |
ზოგადი | |
---|---|
სისტემური სახელწოდება | ტრიქლორონიტრომეთანი |
ტრადიციული სახელწოდება | ქლორპიკრინი ნიტროქლოროფორმი |
ქიმიური ფორმულა | CCl3NO2 |
მოლური მასა | 164.375 გ/მოლი |
ფიზიკური თვისებები | |
მდგომარეობა (სტ. პირ.) | უფერო სითხე |
სიმკვრივე | 1.692 გ/სმ³ |
თერმული თვისებები | |
დნობის ტემპერატურა | −69 °C |
დუღილის ტემპერატურა | 112 (იშლება) °C |
NFPA 704 |