![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/2/28/Monarch_Butterfly_Danaus_plexippus_Vertical_Caterpillar_2000px.jpg/640px-Monarch_Butterfly_Danaus_plexippus_Vertical_Caterpillar_2000px.jpg&w=640&q=50)
ქიმიური ეკოლოგია
From Wikipedia, the free encyclopedia
ქიმიური ეკოლოგია — შეისწავლის ცოცხალ ორგანიზმებსა და მათ გარემოს შორის ქიმიური ურთიერთქმედებების როლს და ეთიოლოგიასა და ორგანიზმების ევოლუციაზე ამ ურთიერთქმედებათა შედეგებს. არის ფართო დისციპლინათაშორისი ველი.[1][2] ქიმიური ეკოლოგია აქცენტს აკეთებს ეკოლოგიის ბიოქიმიაზე და სპეციფიკურ მოლეკულებსა და მოლეკულათა ჯგუფებზე, რომლებიც სხვადასხვა ბიოლოგიური პროცესის სიგნალებად ფუნქციონირებენ. მოლეკულები, რომლებიც მსგავს როლს ასრულებენ, ჩვეულებრივ მცირემოლეკულური მასის ადვილად დიფუზირებადი ორგანული ნივთიერებებია და მეორეული მეტაბოლიზმის მეშვეობით მიიღება და პეპტიდებსაც შეიცავს. ქიმიური ეკოლოგიური პროცესები შეიძლება იყოს ინტრასპეციფიკური (სახეობებს შიგნით) და ინტერსპეციფიკური (სახეობებს შორის).[3]
![](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/2/28/Monarch_Butterfly_Danaus_plexippus_Vertical_Caterpillar_2000px.jpg/640px-Monarch_Butterfly_Danaus_plexippus_Vertical_Caterpillar_2000px.jpg)
ქიმიური ეკოლოგია იყენებს ანალიტიკურ და სინთეზურ ქიმიას, ცილების ქიმიას, გენეტიკას, ნეირობიოლოგიას, ეკოლოგიასა და ევოლუციას.[4]