![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/e/e7/Sinop_bilingual_inscription_of_Kaykaus_I.jpg/640px-Sinop_bilingual_inscription_of_Kaykaus_I.jpg&w=640&q=50)
ქეი-ქავუს I
From Wikipedia, the free encyclopedia
ქეი-ქავუს I ან ქეი-ქაუს I (სპარს. عز الدين كيكاوس بن كيخسرو ʿIzz ad-Dīn Kaykāwūs ibn Kaykhusraw) — ქეი-ხოსროვ I-ის უფროსი შვილი, რუმის სულთანი 1211-1220 წლებში, გარდაცვალებამდე.
ქეი-ქავუს I | |
---|---|
عز الدين كيكاوس بن كيخسرو | |
![]() ქეი-ქავუს I-ის ბილინგვა (სპარსული და ბერძნული) სინოპში | |
რუმის სულთანი | |
მმართ. დასაწყისი: | 1211 |
მმართ. დასასრული: | 1220 |
წინამორბედი: | ქეი-ხოსროვ I |
მემკვიდრე: | ქეი-ყუბად I |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | —? |
გარდ. თარიღი: | 1220 |
სრული სახელი: | 'Izz al-Dīn Kaykā'ũs bin Kaykhusraw |
მამა: | ქეი-ხოსროვ I |
1211 წელს, ქეი-ხოსროვ I-ის გარდაცვალების შემდეგ, ქეი-ქავუს I-მა და მისმა უმცროსმა ძმებმა — კაიფერიდუნ იბრაჰიმმა და ალაედინ ქეიყუბადმა კონფლიქტი წამოიწყეს, დაპირისპირების მიზეზი კი ის იყო, თუ რომელი მათგანი გახდებოდა მამის მემკვიდრე, შესაბამისად, რუმის მომდევნო სულთანი[1]. თავდაპირველად, ალაედინ ქეიყუბადმა რუმის სასულთნოს მეზობლების — კილიკიის სომეხთა სამეფოს მეფე ლევონ II-ის და საკუთარი ბიძის, ამავდროულად, ერზურუმის დამოუკიდებელი მმართველის თოღრულ-შაჰის მიმართ გარკვეული მხარდაჭერა გამოიჩინა. ამ დროს, კაიფერიდუნმა დახმარებისთვის კვიპროსელ ფრანკებს მიმართა, რითაც ახლად შეძენილი ანთალიის პორტი საფრთხეში ჩააგდო. ამირების უმრავლესობამ, მხარი ქეი-ქავუს I-ს დაუჭირა. ამის შემდეგ, მან კაისერი და კონია დაიპყრო. ქეიყუბად I ანკარაში გაიქცა, კასთამონუს თურქმანული ტომებისგან დახმარების საძიებლად. ქეი-ქავუს I-მა ორივე ძმა დააკავა და თავი რუმის სულთნად გამოაცხადა[2].
მოსალოდნელი საფრთხის თავიდან ასაცილებლად, ქეი-ქავუს I-მა სამშვიდობო მოლაპარაკება განახორციელა ნიკეის იმპერატორ თეოდორე ლასკარისთან, რითაც ბოლო მოუღო სელჩუკთა სახელმწიფოს და ნიკეის იმპერიას შორის არსებულ დაპირისპირებებს. თუმცა, თურქმანული ტომები მაინც განაგრძობდნენ პრობლემების შექმნას საზღვარზე[3].