ქარიყლაპია (გვარი)
From Wikipedia, the free encyclopedia
ქარიყლაპია, წერი (ლათ. Esox) — თევზების გვარი ქარიყლაპიასებრთა ოჯახისა. გავრცელებულია მხოლოდ ჩრდილოეთ ამერიკის აღმოსავლეთ ნაწილში. ბინადრობენ მცენარეულობით მდიდარ მტკნარ ან ოდნავ მომლაშო წყალში. მტაცებელი თევზებია. იკვებებიან როგორც სხვა თევზებით, ისე თავიანთი მოზარდებით, ბაყაყებით, პატარ-პატარა მღრღნელებით და წყალში მცურავი ფრინველებით. სქესობრივად მწიფდებიან 3–4 წლისა. ტოფობენ ადრე გაზაფხულზე და ზაფხულის დასაწყისში. დებენ დაახლოებით 17,5–215 ათას ქვირითს. ინტენსიური რეწვის ობიექტია, განსაკუთრებით ბელარუსში.
სწრაფი ფაქტები ქარიყლაპია, მეცნიერული კლასიფიკაცია ...
ქარიყლაპია | |||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
ამურის ქარიყლაპია (Esox reicherti) | |||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||
| |||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||
Esox (Linnaeus, 1758) | |||||||||||||
|
დახურვა