From Wikipedia, the free encyclopedia
ქართულ-ამერიკული საერთაშორისო სკოლა „პროგრესი“ — კერძო სკოლა ფილიალებით ქუთაისში, ბათუმსა და თბილისში. დაარსდა 2002 წელს ნინა ჩიკვაშვილის მიერ.
ვიკიპედიის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად, ეს სტატია გამართვას საჭიროებს. |
სტატიაში გამოყენებულია ბევრი პირველადი წყარო. |
ეს სტატია უკატეგორიოა. |
ქართლ-ამერიკული საერთაშორისო სკოლა „პროგრესი“ დაარსდა 2002 წელს ნინა ჩიკვაშვილის მიერ.[1] პირველი კამპუსი ამავე წელს გაიხსნა ქალაქ ქუთაისში, ხოლო 2016 წელს ბათუმში და შემდგომ უკვე თბილისში 2017 წელს.
სკოლა პროგრესი პირველი კერძო სკოლა იყო დასავლეთ საქართველოში, რომელმაც დანერგა STEM საგნების ინგლისურ ენაზე შესწავლა. 2014–2015 წლებში „პროგრესმა“ აშშ უმაღლესი სასწავლებლების საბჭოს college board პროგრამების ადმინისტრირება დაიწყო.[2]
ქართულ-ამერიკული საერთაშორისო სკოლა პროგრესი არის ზოგადსაგანმანათლებლო საშუალო (1–12 კლასის ჩათვლით) კერძო სკოლა, სწავლების ენა: ინგლისური, ქართული.[3]
სკოლა ახორციელებს სკოლამდელ, დაწყებით, საბაზო, საშუალო განათლებისა და წინასაუნივერსიტეტო პროგრამებს. ასევე, სკოლა „პროგრესს“ აქვს ამერიკული საატესტატო-სადიპლომო უმაღლესი სკოლა. აქვს ორმაგი აკრედიტაცია — როგორც საქართველოს განათლების ხარისხის მართვისა და განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ, ასევე ამერიკის შეერთებული შტატების სააკრედიტაციო ორგანოს COGNIA-ს მიერ მინიჭებული; სკოლას ასევე მიღებული აქვს ავტორიზაცია College Board-ის მიერ, ადმინისტრირება გაუწიოს ისეთ პროგრამებს , როგორიც არის : AP, PSAT, SAT, SAT subjects, ACT, GR; სკოლაში მოსწავლეები ემზადებიან და აბარებენ ისეთ საერთაშორისო გამოცდებს, როგორებიცაა: SAT, AP, CAAT, PET, FCE, IELTS, TOEFL და Goethe FIT; ასევე სკოლას აქვს არაფორმალური განათლების სამსახური, რომლის ფარგლებშიც ფუნქციონირებს ბიზნესის, STEM-ის, ჭადრაკის, ინტელექტუალური და სხვა მრავალი კლუბი.[4]
ქართული-ამერიკული სკოლის კურსდამთავრებულები იღებენ როგორც სახელმწიფო ატესტატს, ასევე ამერიკული უმაღლესი სკოლის დიპლომს (აკრედიტებულია ამერიკის სააკრედიტაციო სააგენტოს AdvancED-ის და უმაღლესი სასწავლებლების საბჭოს მიერ).
სკოლის კურიკულუმი ეფუძნება ეროვნულ და ამერიკულ მოდულებს. სკოლისთვის პრიორიტეტულია STEM საგნები, პროგრამები დატვირთულია სამეცნიერო და საგანმანათლებლო-კულტურული ღონისძიებებით და ფესტივალებით; სკოლა-კოლეჯი „პროგრესი“ ჩართულია სოციალურ აქტივობებში რეგიონის მასშტაბით.
სკოლა „პროგრესის“ მოსწავლეები სკოლაშივე ემზადებიან და აბარებენ: PSAT/SAT, MAP General Test KET / PET / FCE, IELTS/TOEFL, Goethe Institute (FIT) საერთაშორისო გამოცდებს.[5]
სკოლა „პროგრესის“ მოსწავლეებს აქვთ საშუალება, ინდივიდუალური კონსულტაციების დახმარებით ევროპისა თუ ამერიკის მოწინავე უნივერსიტეტებში დროული და სისტემური მომზადებით გაიკვალონ გზა. სკოლის კურსდამთავრებულები იღებენ ორმაგ, ქართულ და ამერიკულ დიპლომს, სწავლობენ AP (Advanced Placement) კურსებს, ინდივიდუალურად ადგენენ სასწავლო გეგმას და მონაწილეობენ სხვადასხვა გაცვლით პროგრამაში. სკოლის კურიკულუმი გულისხმობს პროექტებზე დაფუძნებულ სწავლებას, ანუ მუდმივ ინტერაქციულ ციკლს, თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გადმოთარგმნას.[6]
სკოლის პრიორიტეტებია: Pre-School; AP პროგრამები; STEM - ფიზიკა, ინჟინერია, საბუნებისმეტყველო აკადემია; KidLab - საბავშვო აბორატორიები; ბიზნეს განათლება პირველი კლასიდან; სამოქალაქო სამართლის კლუბი; ხელოვნების წრე; ეკო კლუბი; ასტრონომიის კლუბი; ენები: ინგლისური/გერმანული/ესპანური/რუსული; დამოუკიდებელი სწავლება; პრაქტიკული ვორქშოფები; გაცვლითი პროგრამები; შემეცნებითი ბანაკები;უცხოელი პედაგოგები.
პროგრესის გაცხადებული ღირებულებებია: პროგრესულობა, თანასწორობა;სამართლიანობა;ზრუნვა;გამჭვირვალობა; გუნდურობა.[7]
ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ მიზანია განათლებული, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე, სამართლიანი და პასუხისმგებლიანი თაობის აღზრდა, რომელიც იქნება შეუქცევად პროგრესზე ორიენტირებული და თავის წვლილს შეიტანს ქვეყნის განვითარებაში.[8]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.