ქარბალის ბრძოლა
From Wikipedia, the free encyclopedia
ქარბალის ბრძოლა — ერთ-ერთი დიდი ბრძოლა, რომელიც გაიმართა 680 წლის 10 ოქტომბერს წინასწარმეტყველ მუჰამედის შვილიშვილ ჰუსეინ იბნ ალისა და ხალიფა იაზიდ I-ის ძალებს შორის, თანამედროვე ერაყის ტერიტორიაზე, ქალაქ ქარბალასთან.
სწრაფი ფაქტები ქარბალის ბრძოლა, თარიღი ...
ქარბალის ბრძოლა | |||
---|---|---|---|
ქარბალის ბრძოლა, აბას ალ-მუსავი, ბრუკლინის მუზეუმი. | |||
თარიღი | 10 ოქტომბერი, 680 | ||
მდებარეობა | ქარბალა | ||
შედეგი | ომაიანების პიროსის გამარჯვება | ||
მხარეები | |||
| |||
მეთაურები | |||
| |||
ძალები | |||
| |||
დანაკარგები | |||
| |||
ქარბალის ბრძოლა ვიკისაწყობში |
დახურვა
ომის მიზეზი გახდა იაზიდ I-ის მიმართ ჰუსეინ იბნ ალის მიერ ერთგულების ფიცის დაუდებლობა. ბრძოლა დასრულდა ჰუსეინის დამარცხებით. მისი დაახლოებით 100 მომხრე დაუპირისპირდა იაზიდ I-ის 4 ათასზე მეტ მებრძოლს. ჰუსეინის მხრიდან დაიღუპა 72 ადამიანი, მათ შორის ხალიფა ალის ექვსი თვის შვილიშვილი. დაღუპულთა უმრავლესობა წინასწარმეტყველ მუჰამედის ოჯახის წევრები იყვნენ. ეს ბრძოლა შიიტებსა და სუნიტებს შორის განხეთქილების დასაწყისად ითვლება.