![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/3/32/Chamaerops_humilis_%2528Zingaro%2529015.jpg/640px-Chamaerops_humilis_%2528Zingaro%2529015.jpg&w=640&q=50)
ქამეროფსი
From Wikipedia, the free encyclopedia
ქამეროფსი (ლათ. Chamaerops) — მცენარეთა გვარი პალმების ოჯახისა. დაბალტანიანი (2—3 მეტრი სიმაღლის), მრავალღეროიანი, ზოგჯერ ერთღეროიანი (6 მ სიმაღლის) პალმებია. მარაოსებრი ფოთლები ღეროს წვერშია თავმოყრილი; გრძელი ყუნწი დაფარულია ბრჭყალისებრი ქაცვებით. ყვავილები მომცროა, შეკრებილია დატოტვილ ყვავილედად. ნაყოფი კენკრაა.
სწრაფი ფაქტები ქამეროფსი, მეცნიერული კლასიფიკაცია ...
ქამეროფსი | ||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
![]() | ||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||||
| ||||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||||
Chamaerops | ||||||||||||||
დაცვის სტატუსი | ||||||||||||||
![]() IUCN 3.1 Least Concern : 13164373 | ||||||||||||||
|
დახურვა
გვარში 2 სახეობაა. (სახესხვაობებით), სხვა მონაცემებით 9 სახეობა. გავრცელებულია დასავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში, მათგან ქონდარა პალმა (Chamaerops humilis) ერთადერთი პალმაა ევროპაში. იგი, როგორც დეკორატიული მცენარე კულტივირებულია განსაკუთრებით შავი ზღვის სანაპიროს ბაღ-პარკებში, სადაც ყოველწლიურად ყვავის და ნაყოფმსხმოიარობს. ფოთლის ბოჭკოს იყენებენ თოკების, ტომრებისა და სხვათა დასამზადებლად.