ქალთა უფლებები ავღანეთის ისლამურ საამიროში (2021 წლიდან)
From Wikipedia, the free encyclopedia
ქალთა უფლებები ავღანეთის ისლამურ საამიროში რადიკალურად შეიცვალა 2021 წელს თალიბანი ხელისუფლებაში მოსვლისა და 15 აგვისტოს ქაბულის დაცემის შემდეგ. მოძრაობის წარმომადგენლები ორივე სქესის მოქალაქეებს თანაბარ შესაძლებლობებს ჰპირდებოდნენ, რაც არ განხორციელებულა. დაწესდა აკრძალვები ზოგიერთ პროფესიაზე, ბურკას ტარება, რომელსაც ასევე ჩადრს უწოდებენ (პუშტუ چادري), გახდა სავალდებულო, ქალებისთვის განათლება სრულიად მიუწვდომელია (გოგონებს დაწყებით სკოლაშიც კი ეკრძალებათ სიარული). ავღანელმა ქალებმა რამდენიმე აქცია გამართეს, რომელიც თალიბებმა დაარბიეს.[1]