ფუტკრის ცვილი — ცხიმისმაგვარი მარცვლოვანი ნივთიერება, რომელსაც გამოყოფს ფუტკრის სპეციალური ჯირკვლები. ცვილს გამოყოფს ახალგაზრდა მუშა ფუტკარი მუცლის სეგმენტებზე არსებული ცვილის ჯირკვლებიდან. გამოყოფილ ცვილის ნაწილაკებს ფუტკრები იშორებენ და მისგან აგებენ ფიჭებს, ბეჭდავენ თაფლიან ფიჭის უჯრედებს და სხვა. ცვილი შედგება რთული ეთერების ნარევისაგან, შეიცავს ვიტამინებსა და ნაჯერ ნახშირწყალბადებს, დნობის t 62—72°C, სიმკვრივე 0,956—0,969 გ/სმ³, ფიზიკური და ქიმიური თვისებების მიხედვით იყოფა ხარისხებად. მასზე დაწესებულია სახელმწიფო სტანდარტი. ცვილი ძირითადი წყაროა ხელოვნური ფიჭის მისაღებად. ფუტკრის ცვილს იყენებენ სახალხო მეურნეობის მრავალ დარგში.
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 434.
Wikiwand in your browser!
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.