From Wikipedia, the free encyclopedia
ფრჩხილების სოკოვანი დაავადება, ონიქომიკოზი — ფართოდ გავრცელებული ფრჩხილების დაავადება.
ადამიანის ორგანიზმის სოკოვან დაავადებებებს მიკოზები ეწოდება. არსებობს კანის, თმის, ფრჩხილების, ლორწოვანი გარსის, შინაგანი ორგანოების მიკოზები.
ფრჩხილების სოკოვან დაავადებებს რამდენიმე სახის სოკო იწვევს. დაავადებას შეიძლება ქუსლისა და თითების დაზიანებას მოჰყვეს. გარეგან ფაქტორებს, რომლებიც სოკოვანი დაავადებების ჩამოყალიბებას უწყობს ხელს, მიეკუთვნება: მცირე ტრავმები, რეზინის ფეხსაცმელი, მომატებული ოფლიანობა. შინაგანი ფაქტორი კი- ორგანიზმის იმუნიტეტის შესუსტება, რაც ენდოკრინული პათოლოგიების, ქრონიკული ინფექციების, ორგანული დაავადებების ან იმუნოდეფიციტური მდგომარეობის დროს აღინიშნება.
სოკოვანი ინფექციების ნიშნები შესაძლოა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში (აბანოში, აუზები, საშხაპე) ვიზიტის შემდეგ გაჩნდს. დაავადების გამომწვევის გადატანა ხდება საერთო მოხმარების საყოფაცხოოვრებო საგნებით: პირსახოვით, ხალიჩით, ოთახის ფეხსაცმელით და ა.შ. ამიტომ ინფიცირების შესაძლებლობა არსებობს საკუთარ სახლშიც, თუკი ოჯახის რომელიმე წევრი დაავადებულია კანის ან ფრჩხილის სოკოთი.
დაავადების გავრცელების თვალსაზრისით გარშემომყოფთათვის განსაკუთრებით საშიშია ის ადამიანი, რომელსაც დაავადების ე.წ. წაშლილი ფორმა აქვს, რაც მხოლოდ კანის აქერცვლითა და მიკრონაპრალების არსებობით შემოიფარგლება.
სოკოვანი ინფექციის ზემოქმედებით, პირველ რიგში, იცვლება ფრჩხილის ფერი, ქრება გამჭვირვალობა. ფრჩხილი იღებს მოთეთრო, მოყვითალო ან ნაცრისფერ შეფერილობას, აღინიშნება თითებს შორის კანის სიწითლე და ქავილი. ფრჩხილის რქოვანი გარსი ფხვიერდება და იფრცქვნება. ქუსლებსა და ტერფის გვერდით ზედაპირზე წარმოიქმნება ძნელად შეხორცებადი ბუშტუკები, რომლებიც სკდება, გარდაიქმნება ეროზიად (კანის გამონაყარი, რომლიდანაც ქსოვილოვანი სითხე ჟონავს). ვითარდება კანის ანთებითი პროცესები, რასაც თან ახლავს საერთო მდგომარეობის გაუარესება.
ხელის ფრჩხილების სოკოვანი ინფექციის შორსწასულ შემთხვევაში ადამიანს უჭირს ჩვეული მოძრაობების შესრულება. ფეხის ფრჩხილების გასქელება და მტვრევადობა დისკომფორტს ქმნის ფეხსაცმლის ტარებისას.
სოკოვანი დაავადების სწორი დიაგნოსტიკისათვის აუცილებელია დაზიანებული ფრჩხილიდან ან კანიდან აღებული მასალის მიკროსკოპით შესწავლა. ზოგჯერ დამატებით ინიშნება ბაქტერიოლოგიური კვლევა.
მკურნალობი დროს ტერფები, პირველ რიგში, სოკოსსაწინააღმდეგო კრემით უნდა დამუშავდეს. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ფრჩხილებს, ქუსლებსა და თითებს შორის ჩანაბეჭდებს. შემდეგ რეკომენდებულია სპეციალური, სოკოსაწინააღმდეგო ფხვიერი, ე.წ. ფუნგიციდური პუდრის ხმარება, რომელიც ხელს უშლის სინოტივისა და კოჟრების წარმოქმნას.
თუ კანზე ბუშტუკები ან ეროზია გაჩნდა, რეკომდენდებულია ანტისეპტიკური ხსნარის გამოყენება, რომელიც ანთებით პროცესს აცხრობს.
არსებობს სპეციალური შესაფრქვევი მჟავე ფხვნილები, რომლებიც ამცირებს ფეხის ოფლიანობას და ხელს უშლის სოკოს განვითარებას.
სოკოვანი დაავადების პროფილაქტიკის მიზნით:
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.