ფრიდრიხ მოოსი
From Wikipedia, the free encyclopedia
კარლ ფრიდრიხ ქრისტიან მოოსი (დ. 29 იანვარი, 1773, გერნროდე — გ. 29 სექტემბერი, 1839, აგორდო) — გერმანელი მინერალოგი. 1801 წელს დაამთავრა ფრაიბერგის სამთო აკადემია, 1802 წელს გადავიდა ავსტრიაში, სადაც ოსტატად მუშაობდა გრაცის მახლობლად მდებარე შახტში და, ამავდროულად, მინერალების კოლექციის დასახარისხებლად დაქირავებული იყო ავსტრიელი ბანკირის მიერ. 1812–1817 წლებში იყო იოანეუმის უნივერსიტეტის (გრაცი) მინერალოგიის პროფესორი, 1817 წლიდან — ფრაიბერგის სამთო აკადემიისა, 1826 წლიდან — ვენის უნივერსიტეტისა. კვლევებს ატარებდა გერმანიაში, ავსტრიაში, ინგლისში, ირლანდიაში, შოტლანდიასა და იტალიაში. ავტორია მინერალების სიმაგრის შეფარდებითი სკალისა, რომელსაც მოოსის სკალას უწოდებენ. ქრისტიან სამუელ ვაისთან ერთად კრისტალოგრაფიული ღერძების დახმარებით აღწერა კრისტალური ფორმები და გამოყო სიმეტრიის (სინგონიის) 6 ჯგუფი.[9]
ფრიდრიხ მოოსი | |
---|---|
გერმ. Friedrich Mohs | |
დაბ. თარიღი | 29 იანვარი, 1773(1773-01-29)[1] [2] [3] [4] [5] |
დაბ. ადგილი | გერნროდე |
გარდ. თარიღი | 29 სექტემბერი, 1839(1839-09-29)[1] [2] [3] [4] [5] (66 წლის) |
გარდ. ადგილი | აგორდო[6] |
დასაფლავებულია | ვენის ცენტრალური სასაფლაო |
მოქალაქეობა | პრუსიის სამეფო |
საქმიანობა | მინერალოგი[7] , ფიზიკოსი, უნივერსიტეტის პროფესორი და კრისტალოგრაფი |
მუშაობის ადგილი | ვენის უნივერსიტეტი, ფრაიბერგის სამთო აკადემია და გრაცის ტექნიკური უნივერსიტეტი |
ალმა-მატერი | ფრაიბერგის სამთო აკადემია[8] და ჰალე-ვიტენბერგის უნივერსიტეტი |
განთქმული მოსწავლეები | ვილჰელმ კარლ ფონ ჰაიდინგერი და იოზეფ რედტენბახერი[8] |
ჯილდოები | ედინბურგის სამეფო საზოგადოების საპატიო წევრი |