From Wikipedia, the free encyclopedia
ერთი მსოფლიო სავაჭრო ცენტრი ასევე მსოფლიო სავაჭრო ცენტრი 1 (ინგლ. One World Trade Center, შენობის თავდაპირველი დასახელება იყო თავისუფლების კოშკი - "Freedom Tower") — ნიუ-იორკში ახალი მსოფლიო სავაჭრო ცენტრის კომპლექსის ადგილზე აშენებული მთავარი ცათამბჯენი, რომლის წინამორბედი 2001 წლის 11 სექტემბრის შეტაკებისას დაინგრა.
ცათამბჯენის სახეცვლილი პროექტის ფორმალური პრეზენტაცია 2005 წლის 29 ივნისს მოეწყო, რომელიც უკეთ ესადაგებოდა ნიუ-იორკის პოლიციის დეპარტამენტის მიერ 2005 წლის აპრილში წამოყენებულ უსაფრთხოების მოთხოვნებს.
ცათამბჯენი ყოფილი მსოფლიო სავაჭროს ცენტრის უბნის ჩრდილო-დასავლეთ კუთხეში 65 000 მ² მიწის ნაკვეთზე განთავსდა ვესის, უესტის, ვაშინგტონისა და ფულტონის ქუჩებს შორის ქვემო მანჰენტეზე.
ნაგებობის სიმაღლე მისი ქიმის ჩათვლით 546.2 მეტრია.[1] ის წარმოადგენს დასავლეთ ნახევარსფეროს უმაღლესი შენობას.
იმისდა მიხედვით თუ რომელი კუთხიდან შეხედავთ, ის ან მართკუთხა ფორმით (წინამორბედი ცათამბჯენების მსგავსად) ჩანს, ან მასიური ობელისკის ფორმით.
ფუნდამენტის ჩაყრა და ასევე მიწისქვეშა კომუნიკაციების გატადანის დაიწყო 2006 წელის 27 აპრილს. მშენებლობა დასრულდა 2013 წლის 10 მაისს,[2] ხოლო გახსნა შედგა 2014 წლის 3 ნოემბერს.[3]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.