![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/c/cb/A_view_over_Frederikshavn_ubt.jpeg/640px-A_view_over_Frederikshavn_ubt.jpeg&w=640&q=50)
ფრედერიქსჰავნი
From Wikipedia, the free encyclopedia
ფრედერიქსჰავნი (დან. Frederikshavn) — ქალაქი დანიაში, იუტლანდიის ნახევარკუნძულის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ სანაპიროზე, ფრედერიკსჰავნის მუნიციპალიტეტში. სიტყვა ფრედერიქსჰავნი დანიურად „ფრედერიქის ნავსადგურს“ ნიშნავს. თავდაპირველად ქალაქს ფლადსტრანდი ერქვა.
სწრაფი ფაქტები ქალაქი, ქვეყანა ...
ქალაქი | |||
---|---|---|---|
ფრედერიქსჰავნი დან. Frederikshavn | |||
![]() | |||
| |||
ქვეყანა |
![]() | ||
რეგიონი | ჩრდილოეთი იუტლანდიაჩრდილოეთ იუტლანდიის რეგიონი|ჩრდილოეთი იუტლანდია | ||
მუნიციპალიტეტი | ფრედერიკსჰავნი | ||
კოორდინატები | 57°26′28″ ჩ. გ. 10°32′23″ ა. გ. | ||
ცენტრის სიმაღლე | 8 მეტრი | ||
მოსახლეობა | 23 295 კაცი (2012) | ||
სასაათო სარტყელი | UTC+1, ზაფხულში UTC+2 | ||
სატელეფონო კოდი | 98 | ||
საფოსტო ინდექსი | 9900 | ||
ოფიციალური საიტი | https://frederikshavn.dk/ | ||
დახურვა
2012 წლის მონაცემებით ქალაქის მოსახლეობა 23 295 ადამიანს შეადგენს.[1] ფრედერიქსჰავნი მნიშვნელოვანი დამაკავშირებელი წერტილია დანიას, შვედეთსა და ნორვეგიას შორის საბორნე მიმოსვლაში. ქალაქი ცნობილია თავის თევზის სარეწაო ნავსადგურით.
ფრედერიქსჰავნის უძველესი შენობაა XVI საუკუნის ფისკერკლინგენი, თუმცა ამჟამად არსებული სახლების უმრავლესობა XVIII-XIX საუკუნეებშია აშენებული.
1818 წელს ფრედერიქსჰავნმა სავაჭრო ქალაქის სტატუსი მიიღო და მეფე ფრედერიკ VI-ის პატივსაცემად ამჟამინდელი სახელი ეწოდა.