ფრანც ბოასი
From Wikipedia, the free encyclopedia
ფრანც ბოასი (გერმ. Franz Boas, დ. 9 ივლისი, 1858, მინდენი — გ. 21 დეკემბერი, 1942, ნიუ-იორკი)[2] — თანამედროვე ანთროპოლოგიის ერთ-ერთი ფუძემდებელი („ამერიკული ანთროპოლოგიის მამა“)[3]. მან საფუძველი ჩაუყარა ისტორიული ეთნოლოგიის სკოლას და განსაზღვრა ამერიკული ანთროპოლოგიური აზრის განვითარება XIX საუკუნის მიწურულიდან XX საუკუმის შუა ხანებამდე („ეთნოლოგიის არქიტექტორი“).
სწრაფი ფაქტები ფრანც ბოასი, დაბადების თარიღი ...
ფრანც ბოასი | |
---|---|
დაბადების თარიღი |
9 ივლისი, 1858 მინდენი, ვესტფალია, გერმანია[1] |
გარდაცვალების თარიღი |
21 დეკემბერი, 1942 (84 წლის) ნიუ-იორკი, აშშ |
ალმა-მატერი |
ჰაიდელბერგის უნივერსიტეტი ბონის უნივერსიტეტი კიელის უნივერსიტეტი |
საქმიანობა | ანთროპოლოგი |
ცნობილია როგორც | „ამერიკული ანთროპოლოგიის მამა“ |
ხელმოწერა |
დახურვა
ბოასის გავლენა მრავალმხრივი იყო — ინსტიტუციონალური, ინტელექტუალური და პიროვნული. ტეილორისა და დიურკემის მსგავსად მან გადამწყვეტი როლი ითამაშა ანთროპოლოგიის აკადემიურ დისციპლინად ჩამოყალიბებაში. ასოციაციებისა და ჟურნალების დაარსებაში.