ფრანს ჰალსი (დ. 1581 და 1585 შორის, ანტვერპენი — გ. 26 აგვისტო, 1666, ჰარლემი) — ნიდერლანდელი ფერმწერი. ფლამანდიელი ფეიქრის შვილი. ცხოვრობდა ჰარლემში. 1616 მოინახულა ანტვერპენი. სწავლობდა კ. ვან მანდერთან (1600-1603), 1610-იდან ოსტატი.

სწრაფი ფაქტები ფრანს ჰალსი, დაიბადა ...
ფრანს ჰალსი
Thumb
დაიბადა არაუადრეს 1582 და არაუგვიანეს 1583
დაბადების ადგილი ანტვერპენი[1] [2] [3]
გარდაიცვალა 26 აგვისტო, 1666(1666-08-26)[2] [4] [5] [6]
გარდაცვალების ადგილი ჰაარლემი[1] [2] [3]
ჟანრი საპორტრეტო ფერწერა[1] [7] [2] , საჟანრო ფერწერა[1] [2] [3] და schutterstuk[3]
დახურვა

ჰალსის ხელოვნებისათვის დამახასიათებელია დემოკრატიზმი, ხალხური ტიპებისადმი ცხოველი ინტერესი, ასახა ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი ჰოლანდიელი ხალხის სულიერი სიმტკიცე; ჰოლანდიური ხელოვნება გაამდიდრა ადამიანთა გრძნობების გამოსახვისა და მოდელის შინაგანი სამყაროს ჩვენების საშუალებებით; იყენებდა თავისუფალ, ტემპერამენტულ მონასმებს. ადრინდელი პერიოდის ნამუშევრებში („წმინდა გიორგის მსროლელთა ასეულის ოფიცერთა ბანკეტი“, 1616, ფ. ჰალსის მუზეუმი, ჰარლემი) ნიშანდობლივია თბილი ტონებისაკენ სწრაფვა, მძიმე, მსუყე მონასმების საშუალებით ფორმათა გულდასმითი მოდელირება. 1620-იან წლებში პორტრეტებთან ერთად ხატავდა ჟანრულ სცენებსა და ცალკეულ რელიგიურ კომპოზიციებს („ლუკა მახარებელი“, „მათე მახარებელი“, დაახლოებით 1623-1625, დასავლეთ ევროპისა და აღმოსავლეთის ხელოვნებუს მუზეუმი, ოდესა). 1620-1630-იანი წლებში პორტრეტებში ჰალსმა შექმნა ჰოლანდიური ტიპების საინტერესო გალერეა, გააფართოვა მოდელების სოციალური წრე.

Thumb
„ვ. ვან ჰეიტჰეიზენის“ პორტრეტი
Thumb
"წმინდა გიორგის მსროლელთა ასეულის ოფიცერთა ბანკეტი"

ბურჟუაზიის წარმომადგენლებიდან („ვ. ვან ჰეიტჰეიზენი“, დაახლოებით 1625-1636, სახელმწიფო მუზეუმი, ვადუცი) დეკლასირებულ ელემენტებამდე, რომლებიც წარმოსახა როგორც ხალხის ენერგიის ნამდვილი მატარებელნი („ბოშა ქალი“, ლუვრი, პარიზი; „მულატი“, სახვითი ხელოვნების მუზეუმი, ლაიფციგი, - ორივე - დაახლოებით 1630). ამავე პერიოდში მხატვარმა ჯგუფური პორტრეტის რადიკალური რეფორმა მოახდინა, უარყო კომპოზიციათა პირობითობა და ნაწარმოებებში შეიტანა ცხოვრებისეული სიტუაციები ("წმინდა ადრიანის მსროლელთა ასეულის ოფიცერთა ბანკეტი", დაახლოებით 1623-1627, ფ. ჰალსის მუზეუმი, ჰარლემი და სხვ.). 1640-იანი წლები პორტრეტებში ღრმავდება ფსიქოლოგიური დახასიათება ("წმინდა ელისაბედის ჰოსპიტლის რეგენტები", 1641, იქვე; ახალგაზრდა კაცის პორტრეტი, დაახლოებით 1642-1650, ერმიტაჟი, სანქტ-პეტერბურგი დ სხვ.). ამ ნამუშევრების კოლორიტი უკვე მოვერცხლისფრო-რუხი ტონალობისაა. ჰალსის გვიანდელი ნამუშევრები შესრულებულია ძალზე თავისუფალი მანერით და გადაწყვეტილია ძუნწი ფერადოვანი გამით, აგებულია შავ-თეთრი ფერების კონტრასტებზე ("შავტანსაცმლიანი კაცი", დაახლოებით 1650-1652, ერმიტაჟი, პეტერბურგი და სხვ.); ზოგიერთ მათგანში იგრძნობა ღრმა პესიმიზმი ("მოხუცებულთა თავშესაფრის რეგენტები", 1664, ფ. ჰალსის მუზეუმი, ჰარლემი).

ჰალსი გარდაიცვალა სიღარიბეში, დავრდომილთა სახლში. იგი ევროპული რეალისტური მხატვრობის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელია; მის შემოქმედებას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ჰოლანდიური ფერწერის შემდგომი განვითარებისათვის. მისი გავლენა განიცადეს ა. ბრაუერმა, ძმებმა ა. და ი. ოსტადეებმა, ი. სტენმა და სხვებმა.

ლიტერატურა

სწრაფი ფაქტები
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
დახურვა

სქოლიო

Wikiwand in your browser!

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.

Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.