![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/a/a1/Portrait_painting_of_Fran%25C3%25A7oise_Marie_de_Bourbon%252C_later_Duchess_of_Orl%25C3%25A9ans_by_Fran%25C3%25A7ois_de_Troy.jpg/640px-Portrait_painting_of_Fran%25C3%25A7oise_Marie_de_Bourbon%252C_later_Duchess_of_Orl%25C3%25A9ans_by_Fran%25C3%25A7ois_de_Troy.jpg&w=640&q=50)
ფრანსუაზ მარი დე ბურბონი
From Wikipedia, the free encyclopedia
ფრანსუაზ მარი დე ბურბონი (ფრანგ. Françoise Marie de Bourbon; დ. 4 მაისი, 1677 — გ. 1 თებერვალი, 1749) — ბურბონთა დინასტიის წარმომადგენელი. საფრანგეთის მეფე ლუი XIV-ისა და მადამ დე მონტესპანის არალეგიტიმური შვილი რომელიც კანონიერად სცნეს. 14 წლის ასაკში მიათხოვეს მისსავე ბიძაშვილს, ორლეანის ჰერცოგ ფილიპ II-ს, რომელიც 1715 წლიდან ლუი XV-ის რეგენტი იყო 1723 წლამდე, რა დროსაც მათ ოჯახს განუზომელი ძალაუფლება ჰქონდა. მიუხედავად არც თუ ისე ბედნიერი ქორწინებისა, წყვილს რვა შვილი შეეძინა, რომელთა შთამომავლებიც შემდგომში ევროპის უამრავი ქვეყნის მონარქები გახდნენ, როგორებიცაა ესპანეთი, საფრანგეთი, ბელგია, იტალია, ბულგარეთი და ასე შემდეგ.
სწრაფი ფაქტები ფრანსუაზ მარი დე ბურბონი, ორლეანის ჰერცოგინია ...
ფრანსუაზ მარი დე ბურბონი | |
---|---|
Françoise Marie de Bourbon | |
![]() | |
ორლეანის ჰერცოგინია | |
მმართ. დასაწყისი: | 9 ივნისი, 1701 |
მმართ. დასასრული: | 2 დეკემბერი, 1723 |
წინამორბედი: | ელიზაბეთ შარლოტა კურპფალცელი |
მემკვიდრე: | ავგუსტა ბადენ-ბადენელი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 4 მაისი, 1677 |
დაბ. ადგილი: | მონტენონი, საფრანგეთი |
გარდ. თარიღი: | 1 თებერვალი, 1749, (71 წლის) |
გარდ. ადგილი: | პარიზი, საფრანგეთი |
მეუღლე: | ფილიპ II, ორლეანის ჰერცოგი |
შვილები: |
მარი ლუიზი, ბერის ჰერცოგინია ლუიზ ადელაიდა, შელის აბატისა შარლოტ აგლაე, მოდენას ჰერცოგინია ლუი, ორლეანის ჰერცოგი ლუიზ ელიზაბეტი, ესპანეთის დედოფალი ფილიპინა ელიზაბეტი, მადმუაზელ ბეჟოლუა ლუიზ დიანა, კონტის პრინცესა |
დინასტია: | ბურბონები |
მამა: | ლუი XIV, საფრანგეთის მეფე |
დედა: | მადამ დე მონტესპანი |
რელიგია: | კათოლიციზმი |
ხელმოწერა: |
![]() |
დახურვა