ფრაიტაგის სამკუთხედი
From Wikipedia, the free encyclopedia
ფრაიტაგის სამკუთხედი — დრამის აგების თეორია, რომელიც დრამის თეორიაში ცნობილია როგორც დრამის პირამიდალური აგების პრინციპი („der pyramidale Bau des Dramas“). იგი არისტოტელისეული კლასიკური დრამის კვლევის საფუძველზე შეიმუშავა და 1863 წელს გამოაქვეყნა XIX საუკუნის გერმანელმა მწერალმა და ლიტერატურათმცოდნემ, გუსტავ ფრაიტაგმა. დრამის ფრაიტაგისეულ აგებულებასაც.
1863 წელს გამოცემულმა ამ წიგნმა, რომლის სათაური იყო „დრამის ტექნიკა“, მრავალათეულ გამოცემას გაუძლო, და იგი დღემდე რჩება ერთ–ერთ მნიშვნელოვან სახელმძღვანელოდ დრამის არა მარტო შემსწავლელთათვის, არამედ ლიტერატურისა და სასცენო ხელოვნების მკვლევართათვისაც.