ფორსაჟი 8
From Wikipedia, the free encyclopedia
ფორსაჟი 8 (ინგლ. The Fate of the Furious) — 2017 წლის ამერიკული მძაფრ-სიუჟეტიანი ფილმი, რომლის რეჟისორია გარი გრეი და სცენარის ავტორი კრის მორგანი. ფილმი არის ფორსაჟი 7-ის (2015) გაგრძელება და ფორსაჟის ფრანჩაიზის მერვე ნაწილი. ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ : ვინ დიზელი, დუეინ ჯონსონი, ჯეისონ სტეტჰემი, მიშელ როდრიგესი, ტაირესი გიბსონი, კრის „ლუდაკრის" ბრიჯსი, სკოტ ისტვუდი, ნატალი ემანუელი, ელზა პატაკი, კურტ რასელი და შარლიზ ტერონი. ფორსაჟი 8-ში მოქმედება მიმდინარეობს დომინიკ ტორეტოს (დიზელი) გარშემო, რომელიც დასახლდა მის მეუღლე ლეტი ორტიზთან (როდრიგესი) ერთად. ისინი ერთად ცხოვრობენ მანამ, სანამ კიბერტერორისტი კიფერი (ტერონი) აიძულებს მას მუშაობას და გუნდის წინააღმდეგ წასვლას.
„ფორსაჟი 8“ | |
---|---|
![]() | |
ინგლ. The Fate of the Furious | |
ჟანრი | მძაფრ-სიუჟეტიანი |
რეჟისორი | გერი გრეი |
პროდიუსერი |
ნილ მორიცი ვინ დიზელი მაიკლ ფოტრელი კრის მორგანი |
როლებში |
|
კომპოზიტორი | ბრაიან ტაილერი |
მწარმოებელი კომპანია |
Original Film One Race Films China Film |
დისტრიბუტორი | Universal Pictures |
გამოსვლის თარიღი |
4 აპრილი, 2017 წელი (ბერლინი) |
ხანგრძლივობა | 136 წუთი |
ქვეყანა |
![]() |
ენა | ინგლისური |
ბიუჯეტი | 250 მილიონი აშშ დოლარი |
შემოსავალი | 1.236 მილიარდი აშშ დოლარი |
ფორსაჟის ფრანჩაიზის მერვე ნაწილის შესახებ პირველად 2015 წლის მარტში გამოცხადდა, როდესაც დიზელი გამოჩნდა Jimmy Kimmel Live!- ზე და გამოაცხადა, რომ ფილმი გადაღებები ნიუ-იორკში შედგებოდა. ფილმისთვის მზადება დაიწყო ფორსაჟი 7- ის გამოსვლისთანავე, დიზელთან, მორგანთან და პროდიუსერ ნილ მორიცთან ერთად. კასტინგი შედგა 2015 წლის აპრილსა და ივნისამდე. ძირითადი გადაღებები დაიწყო 2016 წლის მარტში ისეთ ადგილებში, როგორიცაა მიუვატნი, ჰავანა, ატლანტა, კლივლენდი და ნიუ-იორკი.
ფორსაჟი 8-ის პრემიერა შედგა ბერლინში 2017 წლის 4 აპრილს და თეატრალურად გამოვიდა ამერიკის შეერთებულ შტატების ჩვეულ და IMAX კინოთეატრებში, 2017 წლის 14 აპრილს, ხოლო ასევე ითამაშა 3D, IMAX 3D და 4DX ფორმატებში საერთაშორისო მასშტაბით. ფილმმა მიიღო არაერთგვაროვანი შეფასება კრიტიკოსებისგან, რომელთაგან ბევრმა შეაქო შესრულება, მაგრამ გააკრიტიკა სიუჟეტი და ხანგრძლივობა. ზოგიერთი მათგანი ფიქრობდა, რომ ფილმი არ უნდა გადაეღოთ. მთელი მსოფლიოს მასშტაბით ფილმის შემოსავალმა 1.2 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რითაც ის მსოფლიოში ოცდამეათე ფილმია (და ფრენჩაიზში მეორე, ფორსაჟი 7-ის შემდეგ), რომელმაც 1 მილიარდ დოლარზე მეტი გამოიმუშავა. ფორსაჟი 8 2017 წლის მესამე ყველაზე მაღალ შემოსავლიანი ფილმი და ყველა დროის მეთერთმეტე შემოსავალი ფილმია. მან ასევე გამოიმუშავა 541,9 მილიონი აშშ დოლარი მთელს მსოფლიოში პრემიერის შაბათ-კვირის განმავლობაში, რის გამოც ის გახადა ყველაზე მაღალ შემოსავლიანი დებიუტის მქონე ფილმი. (მოგვიანებით ეს სტატუსი შურისმაძიებლები:უსასრულობის ომმა (2018) ჩამოართვა). ფილმის გაგრძელება, ფორსაჟი 9, 2021 წლის მაისში გამოვა.