ფორმულა (ტელეკომპანია)
From Wikipedia, the free encyclopedia
ფორმულა — კერძო ტელეკომპანია საქართველოში. დაფუძნდა 2019 წელს, თბილისში. მაუწყებლობა 2019 წლის პირველ ოქტომბერს, თბილისის დროით, 08:00 საათზე დაიწყო.[3]
სტატიაში გამოყენებულია ბევრი პირველადი წყარო. |
ფორმულა | |
---|---|
სლოგანი | ნამდვილ ამბებს გაიგებთ ფორმულაზე |
ქვეყანა | საქართველო |
მაუწყებლობის ზონა | საქართველო, ევროპა, ახლო აღმოსავლეთი, ჩრდილოეთი აფრიკა, ჩრდილოეთი ამერიკა, სამხრეთი ამერიკა |
დაფუძნდა | 19 ივლისი, 2019 |
დამფუძნებელი | ფორმულა კრეატივი[1] |
მფლობელი | დავით კეზერაშვილი (51%), მიშა მშვილდაძე (12,25%), ირაკლი საღინაძე (12,25%), ზურაბ გუმბარიძე (12,25%), გიორგი ლიფონავა (12,25%) |
ხელმძღვანელ(ებ)ი |
ზურაბ გუმბარიძე[2] (გენ. დირექტორი) |
საიტი | businessformula.ge |
სამაუწყებლო კომპანიის სატელევიზიო ბადე მოიცავს საინფორმაციო, ანალიტიკურ, შემეცნებით და გასართობ პროგრამებს. არხზე გადის რეიტინგული ქართული სერიალი „ჩემი ცოლის დაქალები“ და ფორმულა კრეატივის დრამა „თესეა“.[4]
„ფორმულა“ მაუწყებლობით ფარავს მთელს საქართველოს; არხის მოძებნა შესაძლებელია თანამგზავრზე და თითქმის ყველა ადგილობრივ საკაბელო ტელევიზიაში. ტელეკომპანიის რეიტინგებს ზომავს TV MR GEORGIA.
2022 წლის მაისის მონაცემებით, ფორმულაში 720 ადამიანია დასაქმებული. ასევე, 44 ადამიანია დასაქმებული ფორმულას კონტრაქტორ კომპანია „დროებაში“, ხოლო კონტრაქტორ კომპანია „კომედი ჯგუფში“ — 54. გარდა ამისა, ფორმულას მედიის სკოლიდან ტელეკომპანიაში სტაჟირებას ამ დროისთვის 7 სტუდენტი გადის.