From Wikipedia, the free encyclopedia
ფორმულა ერთის 1950 წლის სეზონი შეიცავდა სსფ-ს მსოფლიო ჩემპიონატის შესავალს, სადაც მრბოლელები შვიდ რბოლაში შეეჯიბრნენ ერთმანეთს[1], სეზონი დაიწყო 13 მაისს და დამთავრდა 3 სექტემბერს. 1950 წლის სეზონი მოიცავდა შვიდ გრან-პრის და ინდიანაპოლის 500-ის რბოლას, რომლის ჩატარებაზეც ამერიკის საავტომობილო ასოციაციამ იზრუნა. სეზონის გამარჯვებული გახდა ჯუზეპე ფარინა, მეორე ადგილი დაიკავა ხუან მანუელ ფანხიომ, რომელიც ფარინას მხოლოდ სამი ქულით ჩამორჩა, ლუიჯი ფაჯოლიმ კი მესამე ადგილი დაიკავა.[1]
ბრიტანეთის გრან-პრიში ალფა რომეოს გუნდი დომინირებდა, ჯუზეპე ფარინამ მოიგო რბოლა პოულ პოზიციიდან და აჩვენა უსწრაფესი წრე. პოდიუმზე ფარინასთან ერთად იდგნენ მისი თანაგუნდელი ლუიჯი ფაჯოლი და რეჯ პარნელი, ხოლო ხუან მანუელ ფანხიო ძრავასთან დაკავშირებული პრობლემების გამო რბოლას გამოეთიშა. საბოლოო ქულები აიღეს ტალბოტ-ლაგოსის გუნდის მრბოლელებმა, ივ ჟირო-კაბანტუმ (3 ქულა) და ლუი როზემ (2 ქულა), ორივე მათგანი ლიდერებს ორი წრით ჩამორჩა.[2]
მონაკოს ქუჩებში რბოლისას შედგა სკუდერია ფერარის დებიუტი. ფერარის სახელითა მონაწილეობდნენ ალბერტო ასკარი და ლუიჯი ვილორეზი, რომლებმაც რბოლა მესამე რიგიდან დაიწყეს, ხოლო ფანხიომ და ფარინამ მაზერატის მრბოლელთან ხოსე ფროილან გონსალესთან ერთად რბოლა წინა რიგიდან დაიწყეს. ამ რბოლაში გამარჯვება ხუან მანუელ ფანხიომ მოიპოვა, მან ასევე აჩვენა უსწრაფესი წრე. კვარცხლბეკზე ფანხიოსთან ერთად იდგნენ ალბერტო ასკარი (დაიკავა მე-2 ადგილი) და ლუი შირონი (მე-3 ადგილი). ფანხიო ამ გამარჯვებით შეძლო და ქულებით გაუთანაბრდა ჯუზეპე ფარინას.[3]
ინდიანაპოლის 500-ის რბოლაში გამარჯვება კურტის კრაფტი-ოფენჰაუსერის გუნდის მრბოლელმა ჯონი პარსონსიმ მოიპოვა, მან ასევე აჩვენა უსწრაფესი წრე. რბოლაში მეორე ადგილი ბილ ჰოლანდმა დაიკავა, ხოლო მესამე მორი როუზმა. აღსანიშნავია რომ რბოლა მოიცავდა 200 წრეს, თუმცა 138-ე წრეზე წვიმის გამო რბოლა შეაჩერეს.[4]
ფორმულა ერთის 1950 წლის სეზონში მონაწილეობა მიიღო 14 გუნდმა, ევროპის ექვსივე გრან-პრიში მონაწილე არაოფიციალურ მრბოლელებთან ერთად. მხოლოდ აშშ-ის გუნდებმა, კონსტრუქტორებმა და მრბოლელებმა მიიღეს მონაწილეობა ინდიანაპოლის 500-ის რბოლაში. შასები, ძრავები და ავტომობილის ნომრები რბოლიდან რბოლამდე იცვლებოდა.
# | რბოლა | წრე | თარიღი | პოულ პოზიცია | უსწრაფესი წრე | გამარჯვებული მრბოლელი | კონსტრუქტორი | საბურავები | ანგარიში |
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
1 | ბრიტანეთის გრან-პრი | სილვერსტოუნი | 13 მაისი | ჯუზეპე ფარინა | ჯუზეპე ფარინა | ჯუზეპე ფარინა | ალფა რომეო | P
|
ანგარიში |
2 | მონაკოს გრან-პრი | მონაკო | 21 მაისი | ხუან მანუელ ფანხიო | ხუან მანუელ ფანხიო | ხუან მანუელ ფანხიო | ალფა რომეო | P
|
ანგარიში |
3 | ინდიანაპოლის 500 | ინდიანაპოლისი | 30 მაისი | უოლტ ფოლკნერი | ჯონი პარსონსი | ჯონი პარსონსი | კ. კრაფტი-ოფენჰაუსერი | F
|
ანგარიში |
4 | შვეიცარიის გრან-პრი | ბრემგარტენი | 4 ივნისი | ხუან მანუელ ფანხიო | ჯუზეპე ფარინა | ჯუზეპე ფარინა | ალფა რომეო | P
|
ანგარიში |
5 | ბელგიის გრან-პრი | სპა-ფრანკორშამი | 18 ივნისი | ჯუზეპე ფარინა | ჯუზეპე ფარინა | ხუან მანუელ ფანხიო | ალფა რომეო | P
|
ანგარიში |
6 | საფრანგეთის გრან-პრი | რეიმს-გუ | 2 ივლისი | ხუან მანუელ ფანხიო | ხუან მანუელ ფანხიო | ხუან მანუელ ფანხიო | ალფა რომეო | P
|
ანგარიში |
7 | იტალიის გრან-პრი | მონცა | 3 სექტემბერი | ხუან მანუელ ფანხიო | ხუან მანუელ ფანხიო | ჯუზეპე ფარინა | ალფა რომეო | P
|
ანგარიში |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.