From Wikipedia, the free encyclopedia
ფონემა (ძვ. ბერძნ. φώνημα – ბგერა) — ერთეული, რომელიც სხვადასხვა მნიშვნელობის მქონე ჟღერადობებს განასხვავებს და სამეტყველო ბგერის სახით აღიქმება. ყოველ ფონემას, ჩვეულებრივ, ერთი (ზოგჯერ ორი ან რამდენიმე) სამეტყველო ბგერა შეესაბამება. სხვადასხვა სამეტყველო ბგერა სხვადასხვა ფონემის წარმომადგენლად მხოლოდ მაშინ მიიჩნევა, თუ აზრიან სიტყვაში მათი ურთიერთჩანაცვლების დროს თუნდაც ერთხელ აღინიშნება მნიშვნელობის შეცვლა. ამიტომ სხვადასხვა ფონემის წარმომადგენლებია ქართულში ლ და დ (შდრ.; ლილა – დილა), მაგრამ ერთ ფონემაში ერთიანდება ეგრეთ წოდებული რბილი და მაგარი რ (მათი ურთიერთჩანაცვლების აზრი არასდროს არ იცვლება). თანამედროვე სალიტერატურო ქართულში გვაქვს 33 სხვადასხვა ფონემა, რომელიც შეესაბამება 33 სხვადასხვა ასოთი აღნიშნულ სამეტყველო ბგერას.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.