ფოკები
არისტოკრატიული საგვარეულო ბიზანტიაში / From Wikipedia, the free encyclopedia
ფოკა ან ფოკები (ბერძ. Φωκᾶς), მდედრობითი ფორმა ფოკაინა (ბერძ. Φώκαινα) — ბიზანტური არისტოკრატიული საგვარეულო კაპადოკიიდან, რომლის წარმომადგენლებსაც IX და X საუკუნეებში ბიზანტიის იმპერიაში მაღალი რანგის სამხედრო წოდებები ეკავათ, ხოლო ერთ-ერთმა მათგანმა — ნიკიფორე II ფოკამ (963–969) ბიზანტიის იმპერატორობაც კი მოახერხა. X საუკუნეში საგვარეულომ ძლიერების პიკს მიაღწია, როდესაც მათ ბიზანტიის არმიის უმაღლესი სამხედრო თანამდებობების მონოპოლიზაცია მოახერხეს. განსაკუთრებულად თავი გამოიჩნეს აღმოსავლეთში, არაბების წინააღმდეგ წარმოებულ ბრძოლებში. როგორც ანატოლიურ სამხედრო არისტოკრატიათა შორის ერთ-ერთი წამყვანი საგვარეულო, ფართოდ იყვნენ ჩართული აჯანყებებში, რამაც მათ ძალაუფლების ხელში ჩაგდებისაკენ უბიძგა და დაუპირისპირდნენ ბიზანტიელ იმპერატორებს კონსტანტინოპოლში. მათი სიძლიერე საბოლოოდ ბასილი II-მ (976–1025) გატეხა, ხოლო XI საუკუნის შემდეგ საგვარეულომ ადრინდელი მნიშვნელობა დაკარგა.