From Wikipedia, the free encyclopedia
ფოკა (ფლავიუს ფოკა; დ. უცნობია — გ. 5 ოქტომბერი, 610, კონსტანტინოპოლი) — ბიზანტიის იმპერატორი 602–610 წლებში. წარმოშობა უცნობია. უზურპატორი. ტახტს დაეუფლა სამხედრო აჯანყების შედეგად. სიკვდილით დასაჯა იმპერატორი მავრიკიოსი და მისი ექვსი ვაჟიშვილი. არ გამოირჩეოდა განათლებით. მიდრეკილი იყო ლოთობისა და ავხორცობისაკენ. თუმცა დიდი გავლენა ჰქონდა მხედრობაზე. მას დაუპირისპირდნენ კონსტანტინოპოლელი მსახურები. ეკლესია, რამდენადაც მთელი ეკლესიის მეთაურად რომის პაპი გამოაცხადა. ცდილობდა აგრარული რეფორმების ჩატარებას. დევნიდა მონოფიზიტებს და ებრაელებს. იმპერიაში იფეთქა სამოქალაქო ომმა. სპარსეთის შაჰმა ხოსრო II-მ მოაწყო, თითქოსდა მავრიკიოსის გადარჩენილი შვილის, თეოდოსის, კორონაცია და შეეცადა მას ტახტზე ასვლაში დახმარებოდა. რამაც მოარღვია აღმოსავლეთის საზღვრები. ჯარების გამოყვანის გამო, ჩრდილოეთიდან ისევ შემოიჭრნენ სლავები და დუნაის ავარები. ბოლოს მას დაუპირისპირდა კართაგენის ეგზარქოსი, რომლის შვილი, ჰერაკლე, დიდი ფლოტით თავს დაესხა კონსტანტინოპოლს, სიკვდილით დასაჯა ფოკა და თვითონ გახდა იმპერატორი.
ფოკა | |
---|---|
ფლავიუს ფოკა | |
ფოკას გამოსახულება მონეტებზე | |
ბიზანტიის იმპერიის იმპერატორი | |
მმართ. დასაწყისი: | 602 |
მმართ. დასასრული: | 610 |
წინამორბედი: | მავრიკიოსი |
მემკვიდრე: | ჰერაკლე |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | უცნ. |
გარდ. თარიღი: | 610 |
გარდ. ადგილი: | კონსტანტინოპოლი |
მეუღლე: | ლეონტია |
შვილები: | დომენცია |
დინასტია: | დინასტიის გარეშე |
წინამორბედი: მავრიკიოსი |
ბიზანტიის იმპერატორი 602 - 610 |
შემდეგი: ჰერაკლე |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.