ფოთოლცვენა (ვან გოგი)
From Wikipedia, the free encyclopedia
ფოთოლცვენა — ნიდერლანდელი პოსტიმპრესიონისტი მხატვრის, ვინსენტ ვან გოგის 2 ნახატის საერთო სახელი, რომლებიც მხატვარმა 1888 წლის შემოდგომაზე, ბოლო ორი თვის მანძილზე დახატა, იმ პერიოდში, როდესაც მისი მეგობარი მხატვარი, პოლ გოგენი მასთან ერთად არლში, ყვითელ სახლში ცხოვრობდა.
სწრაფი ფაქტები ფოთოლცვენა (F486), ავტორი ...
ფოთოლცვენა (F486) | |
---|---|
ავტორი | ვინსენტ ვან გოგი |
წელი | 1888 |
ტიპი | ზეთი, ტილო |
სიმაღლე | 73 |
სიგანე | 92 |
ქალაქი | ოტერლო |
მუზეუმი | კროლერ-მიულერის მუზეუმი |
დახურვა
სწრაფი ფაქტები ფოთოლცვენა (F487), ავტორი ...
ფოთოლცვენა (F487) | |
---|---|
ავტორი | ვინსენტ ვან გოგი |
წელი | 1888 |
ტიპი | ზეთი, ტილო |
სიმაღლე | 72 |
სიგანე | 91 |
მუზეუმი | პირადი კოლექცია |
დახურვა
პოლ გოგენი ვინსენტს 1888 წლის ოქტომბერში ესტუმრა. ორივა მხატვარს განზრახული ჰქონდა დაეხატა „არა ნატურალისტური პეიზაჟები“. ეს ნამუშევრები სწორედ ამ ტიპისაა და ვან გოგისა და გოგენის შეხვედრის შემდეგ პირველად დაიხატა.[1]
მხატვრები რომაელების მიერ აგებულ ნეკროპოლისს, Les Alyscamps-ს ეწვივნენ, სადაც შექმნეს ნახატების მთელი რიგი.