From Wikipedia, the free encyclopedia
ფლორენს ნაიტინგეილი (ინგლ. Florence Nightingale; დ. 12 მაისი, 1820 — გ. 13 აგვისტო, 1910) — ინგლისელი სოციალური რეფორმატორი და სტატისტიკოსი, საფუძველი ჩაუყარა ექთნის პროფესიას.
ფლორენს ნაიტინგეილი | |
---|---|
ინგლ. Florence Nightingale Smith | |
დაბ. თარიღი | 12 მაისი, 1820[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13] |
დაბ. ადგილი | ფლორენცია, ტოსკანის დიდი საჰერცოგო[14] |
გარდ. თარიღი | 13 აგვისტო, 1910[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [9] [8] [10] [11] [12] [13] (90 წლის) |
გარდ. ადგილი | ლონდონი, ინგლისი, დიდი ბრიტანეთის და ირლანდიის გაერთიანებული სამეფო[14] |
დასაფლავებულია | Wellow[15] |
მოქალაქეობა | დიდი ბრიტანეთის და ირლანდიის გაერთიანებული სამეფო |
საქმიანობა | მედდა[16] [17] , სტატისტიკოსი[16] , მწერალი, პოლიტიკოსი, მასწავლებელი[16] და სოციოლოგი |
მეუღლე | |
მამა | უილიამ ნაიტინგეილი[16] [18] |
დედა | Frances Smith[5] [16] [18] |
ჯილდოები | ღირსების ორდენი[16] , Fellow of the Royal Statistical Society[16] და Decoration of the Royal Red Cross |
ხელმოწერა | |
ნაიტინგეილი ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა ყირიმის ომის დროს, მედდებისათვის სათანადო განათლების და კვალიფიკაციის მიცემით. ფლორენსის წყალობით, ექთნის პროფესია სათანადოდ დაფასდა. იგი ვიქტორიანული ეპოქის სახე გახდა. მას ხშირად მოიხსენიებენ, როგორც „ქალი სანათით“, რადგან ღამ-ღამობით დაჭრილი ჯარისკაცების მდგომარეობას ამოწმებდა.[19][20]
თანამედროვე კომენტატორები ამტკიცებენ, რომ დღესდღეობით ყირიმის ომში ნაიტინგეილის საქმიანობა გაზვიადებულია მედიის მიერ. კრიტიკოსები კი თანხმდებიან, რომ მისი შემდგომი მოღვაწეობა, მეტად მნიშვნელოვანია საექთნო საქმიანობაში პროფესიონალიზმის დონის ზრდაში. 1860 წელს, ნაიტინგეილმა დააარსა მსოფლიოში პირველი პროფესიული საექთნო სკოლა ლონდონში, სენტ-ტომასის ჰოსპიტალში, რომელიც ახლა King's College London-ის შემადგენლობაშია. ნაიტინგეილის პიონერული ღვაწლი საექთნო სფეროში სათანადოდაა დაფასებული: დამწყები ექთნები „ნაიტინგეილის ფიცს“ დებენ; „ფლორენს ნაიტინგეილის მედალი“ საუკეთესო ჯილდოა, რისი მოპოვებაც ექთნებს შეუძლიათ; ფლორენსის პატივსაცემად ექთნების საერთაშირისო დღე მის დაბადების დღეზე აღინიშნება. ნაიტინგეილის სოციალური რეფორმები მოიცავს ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესებას ბრიტანული საზოგადოების ყველა ფენის წარმომადგენლისთვის, ინდოეთში შიმშილთან ბრძოლის მხარდაჭერას, პროსტიტუციის კანონების (რომლებიც ქალებისთვის მეტად მკაცრი იყო) გაუქმების და ქალების სამუშაო ძალაში ჩრთულობის გაზრდის ხელშეწყობას.
ფლორენსი იყო ბრწყინვალე მწერალი. მისი ნაშრომების უმეტესობა, სამედიცინო ცოდნის გავრცელებას ემსახურებოდა. ზოგიერთი მათგანი იმდენად მარტივი ენით იყო დაწერილი, რომ მკითხველისგან არ მოითხოვდა განსაკუთრებულ ცოდნას. ნაიტინგეილი პირველი იყო, ვინც ეფექტურად იყენებდა ინფოგრაფიკებს, გრაფიკულ პრეზენტაციებს და სტატისტიკურ მონაცემებს.[21] ნაშრომების უმეტესობა მისი სიკვდილის შემდეგ გამოქვეყნდა.
ფლორენს ნაიტინგეილი 1820 წლის 12 მაისს, მდიდარი და მაღალი კლასის წარმომადგენლის ოჯახში, ფლორენციაში დაიბადა,[22] შესაბამისად სახელიც ქალაქის პატივსაცემად დაერქვა. ოჯახის ორივე შტოდან მემკვიდრეობით ერგო ლიბერალური აზროვნების უნარი.[21]
1838 წელს, მამამისმა მთელი ოჯახი ევროპაში ტურნეზე წაიყვანა და სწორედ ამ მოგზაურობისას, ფლორენსმა გაიცნო ინგლისში დაბადებული პარიზელი ქალი მერი კლარკი. გარშემომყოფები მერის ექსცენტრიკულად და გამაღიზიანებლად თვლიდნენ, რადგან მაღალი წრის წარმომადგენელ მანდილოსნებს პატივისცემით არ ექცეოდა. მას ყოველთვის მამაკაცთა წრეში ყოფნა ერჩივნა, თუმცა, ფლორენსის შემთხვევაში გამონაკლისი დაუშვა. მიუხედავად 27 წლიანი განსხვავებისა, მათმა მეგობრობამ 40 წელი გასტანა. კლარკი ყოველ შემთხვევას იყენებდა იმის საჩვენებლად, რომ ქალები მამაკაცების თანასწორები იყვნენ და ეს სწორედ იმ იდეებს უღვივებდა ფლორენსს თავში, რასაც დედამისში ვერ ხედავდა.[23]
ახალგაზრდა ნაიტინგეილი აღიქმებოდა, როგორც საკმაოდ მიმზიდველი და გრაციოზული მანდილოსანი და მიუხედავად მკაცრი იმიჯისა, ცნობილი იყო თავისი მომხიბვლელობითა და მომაჯადოებელი ღიმილით. მისი მთხოვნელი იყო პოეტი რიჩარდ მილნესი, რომელიც რვა წლიანი შეხვედრების შემდეგ დაიწუნა იმ მიზეზით, რომ თვლიდა, ეს ურთიერთობა მის ნამდვილ ცხოვრებისეულ მიზანს შეუშლიდა ხელს.[24]
ფლორენსი აგრძელებდა მოგზაურობას საბერძნეთისა და შემდგომ ეგვიპტის მიმართულებით. მის მიერ დაწერილი ნაშრომები ეგვიპტეზე თითქოს აღსარებაა ცხოვრებისეული ფილოსოფიისა და მსოფლმხედველობის შესახებ.[25] თებესში ყოფნისას წერდა, რომ ღვთის ხმა ჩაესმა, რომელმაც ჰკითხა, თუ შეასრულებდა მისი სახელით კარგ საქმეებს ყოველგვარი მატერიალური გამორჩენის გარეშე.[25] მამამისმა ფლორენსს გარკვეული ოდენობის ყოველწლიური შემოსავალი დაუტოვა. ეს მას საშუალებას აძლევდა, ეცხოვრა კომფორტულად და გაჰყოლოდა თავის ოცნებებს.[26]
1910 წლის 13 აგვისტოს, ფლორენსი 90 წლის ასაკში, თავის ბინაში, ლონდონში ძილში გარდაიცვალა,.[27] მისი დაკრძალვა ვესტმინსტერის სააბატოში იგეგმებოდა, მაგრამ ოჯახის წევრებმა უარი განაცხადეს და დაკრძალეს წმინდა მარგარეტის ეკლესიის ეზოში.[28][29] ნაიტინგეილის გარდაცვალების შემდეგ, უამრავი ნაშრომი გამოუქვეყნებელი დარჩა.[30]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.