![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/d/da/Pixiu_qianlong.jpg/640px-Pixiu_qianlong.jpg&w=640&q=50)
ფი-სიუ
From Wikipedia, the free encyclopedia
ფი-სიუ (ჩინ.: 貔貅) — ჩინური მითოლოგიური ჰიბრიდული არსება, ფენგშუის ხელოვნებაში ის ითვლება ძლევამოსილ არსებად. ის ჰგავს ფრთიან ლომს. ფი-სიუ არის დედამიწისა და ზღვის ცვლილება, განსაკუთრებით თვლიან სიმდიდრის მომტან არსებად. ამბობენ, რომ ამ არსებას მიდრეკილება არქვს მხოლოდ ოქროსთან და ვერცხლთან. აქედან გამომდინარე, ტრადიციულად ჩინელებისთვის, ფი-სიუ მუდად ითვლებოდა კეთილშობილ არსებად, რომელიც ფლობს მისტიურ ძალას ხატოს ცაი ცი (財氣 სიმდიდრე) ყველა მხრიდან.
![Thumb image](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/d/da/Pixiu_qianlong.jpg/640px-Pixiu_qianlong.jpg)
ფი-სიუ მრისხანე, მაგრამ ბედნიერების მომტანი ცხოველი, დრაკონის შვილი იყო. მას ჰქონდა დრაკონის თავი, ცხენის ტანი, ცილინის ფეხები, გრძელი წვერი და ფრთები. ფენგშუის ხელოვნებაში ის ასევე განასახიერებდა არასასურველი ზეგავლენისაგან გათავისუფლებას. სწორედ ამიტომ მასპინძლებს აუცილებლად უნდა ჰქონოდათ ავეჯზე ფი-სიუს ქანდაკება ან გამოსახულება. მიიჩნევა, რომ ნეფრიტისაგან დამზადებული ფი-სიუს ქანდაკება სწორედ საფრთხის თავიდან აცილებას ემსახურება.
არსებობს ორი განსხვავებული სახის ფი-სიუ. განსხვავება მათ რქებშია. ერთს, რომელსაც აქვს ორი რქა უწოდებენ ფი-იას (辟邪) და მეორეს ერთი რქით თიან ლუს (天祿) (ფი ჩენი).
- თიან ლუ (天祿) - პასუხისმგებელია სიმდიდრეზე. თიან ლუს ქანდაკება ოფისში ან სახლში, როგორც ამბობენ სიმდიდრის შენარჩუნებას ემსახურება.
- ფი-ია - ეშმაკის ანარეკლი. ასევე სჯერათ, რომ ფი-იას აქვს უნარი დაეხმაროს ყველას, რომელიც იტანჯებიან ცუდი ფენგ შუით, რომელიც იკავშირდება დიდებული იუპიტერის განაწყენებით (აგრეთვე ცნობილი როგორც თაი სუი (太岁)).
დღესდღეობით, ფი-სიუ არის ნეფრიტის სამკაულების პოპულარული დიზაინი.