From Wikipedia, the free encyclopedia
ფიორდლანდის ეროვნული პარკი — ეროვნული პარკი ახალ ზელანდიაში, სამხრეთ კუნძულის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში. 12 500 კმ² ფართობით წარმოადგენს ქვეყნის ყველაზე დიდ ეროვნულ პარკსა და იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის — ტე-ვაჰიპაუნამუს ნაწილს. მართავს ახალი ზელანდიის კონსერვაციის დეპარტამენტი.
ფიორდლანდის ეროვნული პარკი
Fiordland National Park | |
---|---|
IUCN კატეგორია II (ეროვნული პარკი) | |
მდებარეობა | საუთლანდის რეგიონი |
ქვეყანა | ახალი ზელანდია |
კოორდინატები | 45°25′ ს. გ. 167°43′ ა. გ. |
ფართობი | 12 500 კმ² |
დაარსდა | 1952 |
მმართველი ორგანო | ახალი ზელანდიის კონსერვაციის დეპარტამენტი |
გამყინვარების პერიოდში, მყინვარებმა ბევრი ღრმა ფიორდი წარმოქმნა, რომელთა შორის ყველაზე ცნობილია მილფორდ-საუნდი. სხვა დანარჩენს შორის აღსანიშნავია დაუტფულ-საუნდი და დასკი-საუნდი. პარკის ტერიტორიაზე აღმართულია მწვერვალი ასპაირინგი.
სანაპირო ზოლი ციცაბოა და გამოირჩევა ფიორდებით, რომლებიც სამხრეთ ალპების სამხრეთი კალთების ხეობებიდან იწყება. ჩრდილოეთ საზღვართან მდებარე ზოგიერთი მწვერვალის სიმაღლე 2 000 მეტრს აღწევს.
პარკში გავრცელებული ველური ბუნების წარმომადგენლებს შორის არიან დელფინები, სელაპები და ფრინველები. ასევე თაგვების, ღამურების, კურდღლებისა და ირმების სახეობები. ფრინველებს შორის გამოირჩევა კაკაპო — ერთადერთი უფრთო თუთიყუში მსოფლიოში. ასევე ახალი ზელანდიის მკვიდრი კივი. წარმოდგენილია ნოტოფაგუსის ხეების უღრანი ტყეები.
პარკი პოპულარულია ალპინიზმის სახეობებისა და განსაკუთრებით მოხეტიალეებს შორის. იგი მათ საკმაოდ ბევრ გამოწვევას სთავაზობს. გაყვანილია რამდენიმე ტრასა, თუმცა უდიდესი ნაწილი გზების გარეშე ხეტიალობს.
ტურისტების დიდ ნაწილს ასევე იზიდავს მილფორდ-საუნდი.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.