ფინანსები
From Wikipedia, the free encyclopedia
ფინანსები (ლათ. financia — ფული, შემოსავალი) — ყველა მატერიალური რესურსის ერთობლიობა, მოქცეული ცალკეული პირის, ორგანიზაციის ან სახელმწიფოს მმართველობაში. არსებობს ასევე ამავე სახელწოდების ვრცელი მეცნიერება - ფინანსები. სიტყვა ფინანსები ყოფიერებაში ხშირად იხმარება, როგორც ფულის აღმნიშვნელი სიტყვა. ზმნა დაფინანსება ნიშნავს „ფულის მიწოდებას“. ფინანსების სფეროს უმნიშვნელოვანესი ცნებაა — ბიუჯეტი.