ფთორძმარმჟავა
From Wikipedia, the free encyclopedia
ფთორძმარმჟავა — ქიმიური ნაერთი ფორმულით CH2FCOOH. ნატრიუმის მარილი, ნატრიუმის ფთორაცეტატი გამოიყენება როგორც პესტიციდი. თრგუნავს აკონიტაზას, ლიმონმჟავას ციკლში.[1]. ფთორძმარმჟავა ბუნებრივად გვხვდება ავსტრალიაში, ბრაზილიასა და აფრიკაში, სულ მცირე 40 მცენარეში. არის ერთ-ერთი ცნობილი ნაერთი ფთორის ხუთი სხვა ბუნებრივი ორგანული ნაერთებიდან[2].
სწრაფი ფაქტები ზოგადი, ფიზიკური თვისებები ...
ფთორძმარმჟავა | |
ზოგადი | |
---|---|
სისტემური სახელწოდება | ფთორძმარმჟავა |
ტრადიციული სახელწოდება | 2-ფთორძმარმჟავა, მონოფთორძმარმჟავა, მონოფთორა აცეტატი. |
ქიმიური ფორმულა | CH2FCOOH |
მოლური მასა | 78.042 გ/მოლი |
ფიზიკური თვისებები | |
სიმკვრივე | 1.369 გ/სმ³ |
თერმული თვისებები | |
დნობის ტემპერატურა | 35.2 °C |
დუღილის ტემპერატურა | 165 °C |
ქიმიური თვისებები | |
pKa | 2.586 |
დახურვა