From Wikipedia, the free encyclopedia
ფესის ხელშეკრულება — დოკუმენტი, რომელსაც ხელი მოაწერეს 1912 წლის 30 მარტს, ქალაქ ფესში, მაროკოს სულთანმა აბდ ალ-ჰაფიდმა და საფრანგეთის, ესპანეთისა და გერმანიის წარმომადგენლებმა აგადირის კრიზისის მოსაგვარებლად.
ხელშეკრულების თანახმად, სულთანმა აბდ ალ-ჰაფიდმა უარი თქვა სუვერენიტეტზე და მაროკოში საფრანგეთის პროტექტორატი აღიარა. გერმანიამ უარი თქვა თავის პრეტენზიებზე მაროკოს მიმართ და სამაგიეროდ საფრანგეთისაგან მიიღო ფრანგული კონგოს ნაწილი (თანამედროვე კამერუნი). ფესის ხელშეკრულების შესაბამისად 1912 წლის 27 ნოემბერს დაიდო მეორე ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც ესპანეთის კუთვნილებაში გადავიდა ჩრდილოეთი მაროკო. ხელშეკრულების ანულირება მოხდა 1956 წლის 2 მარტს, მას შემდეგ, რაც ქვეყანამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.