![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/d/d7/Fernando_III_de_Castilla_02.jpg&w=640&q=50)
ფერნანდო III
From Wikipedia, the free encyclopedia
ფერნანდო III (ესპ. Fernando III de Castilla, el Santo; დ. 5 აგვისტო, 1199, სამორა — გ. 30 მაისი, 1252, სევილია, ესპანეთი) — კასტილიის ტოლედოსა და ესტრემადურის მეფე 1217 წლიდან, ლეონის და გალისიის მეფე 1230 წლიდან, ალფონსო IX-ისა და ბერენგარიას უფროსი შვილი. ფერნანდომ საბოლოოდ თავის ხელში გააერთიანა კასტილია, ლეონი და გალისია და დააარსა ერთიანი კასტილიისა და ლეონის სამეფო. თვისი მმართველობის პერიოდში ფერნანდო აქტიურად ადგა რეკონკისტის გზას. პირენეს ნახევარკუნძულის თითქმის ყველა მუსულმანური სახელმწიფო დაიპყრო და შემოუერთა თავის ქვეყანას. ფერნანდო III კათოლიკური ეკლესიის წმინდანადაა შერაცხილი მისი კანონიზაცია 1671 წელს მოხდა.
სწრაფი ფაქტები კასტილიის სამეფოს მეფე, მმართ. დასაწყისი: ...
ფერნანდო III | |
---|---|
Fernando III | |
![]() | |
კასტილიის სამეფოს მეფე | |
მმართ. დასაწყისი: | 1217 |
მმართ. დასასრული: | 1252 |
წინამორბედი: | ბერენგარია |
მემკვიდრე: | ალფონსო X |
ლეონის სამეფოს მეფე | |
მმართ. დასაწყისი: | 1230 |
მმართ. დასასრული: | 1252 |
წინამორბედი: | ალფონსო IX |
მემკვიდრე: | ალფონსო X |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 5 აგვისტო, 1199 |
დაბ. ადგილი: | სამორა |
გარდ. თარიღი: | 30 მაისი, 1252 |
გარდ. ადგილი: | სევილია |
მეუღლე: |
ბეატრის შვაბიელი ჟანა დე დამარტინი |
შვილები: | ალფონსო X |
მამა: | ალფონსო IX |
დედა: | ბერენგარია |
დახურვა